ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა. გამოყოფილი 10000 ლარით ტრანსპორტის დისპეტჩერიზაციის პროგრამა განხორციელდება. როგორც საქალაქო ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების სამსახურში აცხადებენ, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ყველა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების გრაფიკს ჯიპიარეს სისტემით დიდ მონიტორზე გააკონტოლებენ. ქალაქის მერის ნუგზარ შამუგიას განცხადებით, შესაბამისი ტექნიკის ნაწილი – ორი კომპიუტერი და ტელეფონი – უკვე ჩამოტანილია. ამ სისტემის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება.