დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალები“ – ახალი ხელისუფლება გამოცდას ვერ აბარებს
2013/04/15 13:44:47

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დაჭერით ემუქრებიან

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა რუსლან ნადირაძემ პარტიის ქუთაისის ოფისში განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სოფელ გომის შტაბის ხელმძღვანელზე მუქარა ხორციელდება ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს მხრიდან. ნადირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის საარჩევნო კამპანიას არ ჩამოშორდება, ცდილობენ  სამტრედიის სამმართველოდან მასზე „შეკერილი“ სისხლის სამართლის საქმით დააშინონ.

როგორც რუსლან ნადირაძე აცხადებს, 11 აპრილს მასთან მისი კლასელი, სამტრედიის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი შალვა თავაძე მივიდა და  გაფრთხილება მისცა.

„მითხრა, რომ, თუ არ გაჩერდები, ან თემიდან არ წახვალ, შენზე სისხლის სამართლის საქმეს კერავენ და არჩევნების შემდეგ დაგიჭერენო. მე გვერდში ვუდგავარ წესიერ ადამიანს, ემზარ შუბლაძეს და თუ ეს არის დანაშული, მაშინ დამიჭირონ,“ - ამბობს ნადირაძე და იქვე დასძენს, რომ მსგავსი ტიპის მუქარების გაგრძელების შემთხვევაში ის დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს.

გია თევდორაძის განცხადებით კი, შუალედური არჩევნები სერიოზული გამოცდაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფება, ჯერჯერობით, თავს ვერ ართმევს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ იმის საჭიროება და ფუფუნება, რომ ასეთი უხეში დარღვევების ფონზე წარმართონ საარჩევნო კამპანია, ამიტომ მივმართავ მათ: დროზე მოვიდნენ გონს,“ - აცხადებს გია თევდორაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია