დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოშიმშილე პატიმრებს დღეს ეკა ბესელია შეხვდება
2013/07/31 11:47:29

როგორც ცნობილია, ქსნისა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებმა პროტესტის უმაღლეს ფორმას – შიმშილობას მიმართეს. რამდენიმე მათგანს პირიც აქვს ამოკერილი. პატიმრები სხვა მოთხოვნებთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც ე.წ. კანონიერი ქურდების გასამართლება ხდება.

დღეს ადამიანის უფლებათა  დაცვისა  და  სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა  ბესელია ორივე სასჯელაღსრულების დაწესებულების მონახულებას გეგმავს. იგი ქსნის  სასჯელაღსრულების  მე-15 დაწესებულებისა და რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17  საპყრობილის მოშიმშილე პატიმრებს შეხვდება.

(ი.ბ.)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია