დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანის უფლებები
გიორგი ლაღიძე: „გიგი უგულავას გადაყენება არაკონსტიტუციური იყო!“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/22 20:09:21

უფლებადამცველი, პარტიამომავალი საქართველოსლიდერი გიორგი ლაღიძე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2013 წელს სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაფერი გაკეთებულა,. უფრო მეტიც, კვლავ დაუცველია მოსახლეობა, ციხეებში პატიმტრები შიმშილობენ, მესაკუთრეებს კვლავ წართმეული აქვთ ქონება. გადაცდომებია სამრთლებრივი კუთხითაცგუშინ მოქმედი მერი, რომელიც დედაქალაქის 55%–მა აირჩია, გადააყენეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათაცხადებს ლაღიძე. მისი აზრით, ქვეყანაში შქმნილი მდგომარეობა ადამინის უფლება დცვის კუთხით ნამდვილად არასახარბიელოა, ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ.

 

გიორგი ლაღიძე:

_ მე ვფიქრობ, სასჯელთასრულებაში ძალიან ცუდი ვითარებაა შექმნილი. ორ კვირაზე მეტია, სასჯელთასრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ, ისინი სამართლანად ითხოვენ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას. ხელისუფლება სრულ იგნორს უკეთებს პატიმრების მოთხოვნებს. გარდა ამისა, პატიმრებს აქვთ სოციალური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნებიც სასჯელარსრულებით დაწესებულებებში. ქართული ოცნება და ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიდა იმ დაპირებებით, რომ აღსდგებოდა სამართლიანობა, თუმცა დღეს საპატიმროებში ქმნილი მდგომარეობა ამის დაიმედების საშუალებას არ იძლევა.

 

დღეს არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ აღსდგეს სამართლიანობა. ციხეებში შექმნილი მდგომარეობა არის სრულიად უმართავი. ის შეპირება, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მისცა ხალხს, ეს აწყობდათ წინასაარჩევნოდ, მაგრამ აღარ აწყობთ დღეს. პრაქტიკულად, მათ ხალხი შეცდომაში შეიყვანეს. მე ვფიქრობ, სასჯელთარსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და მოხდეს იმ პრობლემებით დაინტერესება, რომელიც პატიმრებს აწუხებთ.


_ რამდენი პატიმარი შიმშილობს დღეისათვის ციხეებში და თუ გამოეხმაურა ამ ფაქტს სოზარ სუბარი? _დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ ასეულობით პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა სასჯელთაღსრულებით დაწესებულებში, მაგრამ სოზარ სუბარი სრულ იგნორირებას უკეთებს მათ მოთხოვნებს. სუბარის განცხადებები არის სრულიად არაადეკვატური პატიმრების მოთხოვნის მიმართ. კიდევ ბევრი მიზეზების, თუნდაც პატიმრების გაუგებარ მდგომარეობაში გარდაცვალების გამო, უნდა დადგეს სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი.


_ რას მიაწერთ სუიციდის ფაქტების გახშირებას ციხეებში?

 _ იცით რა, ნაცმოძრაობა ციხის ცნობილ მოვლენებს გადაყვა, პატიმართა წამების და .. მართალია ახალი ხელისუფელბის მოსვლის შემდეგ იმ სახით არ ხდება წამება, მაგრამ ძირეულად პენიტენციალურ სისტემაში არაფერი არ შეცვლილა და როგორც პატიმრები აცხადებენ, ასეთ ფაქტებს ისევ აქვს ადგილი.

აქვე ვიტყვი იმას, რომ ახალი ხელიუფლების მოსვლის შემდეგ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები საეჭვოდ გააქტიურდნენ ციხეებში და ამიტომაც გახშირდა სუიციდის ფაქტები. ის, რაც ყველაზე ცუდი რამ გააკეთა სოზარ სუბარმა, ეს იყო ის, რომ პრაქტიკულად ჩარაზა ციხის კარები უფლებადამცველებისათვის და გააუქმა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო ციხეებში. ფაქტობრივად, ციხეები დარჩა მონიტორინგის გარეშე.


 _ რაც შეეხება ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, როგორი იყო 2013 წელი?

_ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრი არაფერი არ შეცვლილა, ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა ჩვენს ქვეყანაში; პირველ რიგში მოსახლეობის სოციალური უფლებები. ადამიანებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს წაართვეს ქონება, ძალდატანებით გადააფორმებინეს ესა თუ ის უძრავი და მოძრავი ქონება, დღეს მათი ქონების დასაბრუნებლად ამ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია, ანუ სამართლიანობა არ აღდგენილა. ის, რაც ხდება დღეს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, იმდენად სუსტი არგუმენტაციით ხდება, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები მამა აბრამის ბატკნები არიან, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლას პოლიტიკური ელფერი არ უნდა ჰქონდეს.


_ ვის გულისხმობთ?

 _ პოლიტიკურ ანგარიშსწორება კი არა, არამედ მართლმსაჯულებამ და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ობიექტურად ამა თუ იმ დამნაშავის საკთხი. ვფიქრობ 2014 წელი იქნება უკეთესი, სამოქალაქო სექტორი უფრო გაძლიერდება და მოსახლეობის სამოქალაქო კულტურა ამაღლდება. იმედია, ჩვენი ხელისუფლება შეიგნებს, რომ არ შეიძლება შერჩევითი მართლმსაჯულება. არ შეიძლება,რომ ადამიანებს დაპირდე სამართლიანობის აღდგენა და შენთის გაინაღდო სავარძელი, მოჯდე თანამდებობაზე და დაგავიწყდეს დანაპირები. ეს ყველაფერი რევანშს არ უნდა დაემსგავსოს, რათა მომავალ ხელისუფლებას არ გაუჩნდეს იმის ამბიცია, როცა დღევანდელი ხელისუფლება აღარ იქნება ხელისუფლებაში, გადაწყვიტოს მათი დასჯა.


_ ამ შემთხვევაში რა გაქვთ მხედველობაში?

_ მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უდანაშაულონი არიან, მაგრამ რასაც დღეს ქალაქის პროკურატურა აკეთებს ქალაქის მერთან მიმართებაში, ვგულისხმობ მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. მაშინ როდესაც ქალაქის მერი არ არის დაკავებული და ის იმყოფება თავისუფლებაში, მის მიმართ არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი, მიმაჩნია, რომ მისი უფლებამოსილების შეჩერება სასამართლოს მეშვეობით არის არაკონსტიტუციური.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია