დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტალინში მცხოვრებმა ქართველებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/04/20 21:16:40

20 აპრილს, ესტონეთში, ქალაქ ტალინში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ  რომელსაც თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.


 

აქციის მონაწილეები ტალინში, თავისუფლების მოედანზე, პრო-ევროპული ბანერებით შეიკრიბნენ და დაგმეს კანონპროექტი, რომელიც, მათი თქმითსაქართველოს ევროპულ ოჯახს დააშორებს და რუსეთს დააახლოებს.

 

„2023 წლის დეკემბრიდან საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ამ კანონის მიღებით კი საქართველოს პრო-რუსული ხელისფულება ნათელს ხდის რომ დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან ინტეგრაციის ნაცვლად ისინი ირჩევენ რუსეთს,“- ნათქვამია აქციის მონაწილეთა ღონისძიების გვერდზე.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თეკლა ქველაძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ის პირველ რიგში საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი და ჩვენ ვიბრძვით ამისთვის ათწლეულების განმავლობაში. ამ კანონის მიღება იქნება თავდასხმა უმთავრეს ქართულ ღირებულებებზე, ღირსებაზე, დამოუკიდებლობაზე და სამოქალაქო სოლიდარობაზე... ეს კანონი ასევე სერიოზულად დააზარალებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მის გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში,“ - განაცხადა მან აქციაზე.

 

საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა ტალინში ვაკო გოგუაძემ განმარტა, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს შემოთავაზებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რადგან ის ახალგაზრდებს უკეთეს, თავისუფალ და ევროპულ მომავალს ართმევს.

 

დღეს მე ვარ ემიგრანტი, მაგრამ ერთ დღეს, როცა სახლში დაბრუნებას გადავწყვეტ, არ მინდა საბჭოთა საქართველოში აღმოვჩნდე და საბჭოურ სკოლებში ვაწავლო ახალგაზრდებს. მე არ მინდა ვიმუშაო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებიც პრორუსულად აზროვნებენ“, - დასძინა მან.

 

 

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტს 3 აპრილს წარუდგინა და უმრავლესობის დეპუტატებმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს. საბოლოო მიღებამდე კანონპროექტმა მეორე და მესამე მოსმენები უნდა გაიაროს. კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება.

 

კანონპროექტი ავალდებულებს არაკომერციულ იურიდიულ პირებსა და მედიასაშუალებებს საქართველოში, რომლებიც   დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ დარეგისტრირდნენუცხო ძალის ინტერესების გამტარებელორგანიზაციებად.

 

 

რუსეთში მსგავსი კანონის მიღებამ მთლიანად გააქრო არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია ორგანიზაციები. მოგვიანებით კრემლმა თანდათან გაამკაცრა ეს და ამჟამად ის ასევე ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ პირზე ან ადამიანებზე, ვინც შემოსავალს უცხოეთიდან ნებისმიერი ფორმით იღებს.

 

თეა მარიამიძე

ფოტოები - თეა მარიამიძის

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია