დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინა – ცხელი წერტილი ცივ დეკემბერში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/02 12:42:10

უკრაინის სპეცრაზმმა ბერკუტმა კიევის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები დაშალა. თვითმხილველების განცხადებით, ბერკუტი მაიდანზე, ინსტიტუტის ქუჩისკენ დაიძრა და მომიტინგეები ეროვნული ბანკის მიმართულებით გადაისროლა. სპეცრაზმი ხელკეტებით უსწორდებოდა ყველას, ვინც კი გზაში გადაეყრებოდა. დემონსტრანტები თავდაცვას ცდილობდნენ.



ქუჩებში ათობით ადამიანი დაშავდა. შეტევაზე ბერკუტის გადასვლამდე მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აღებას ცდილობდნენ.



კიევის საავადმყოფოებში უკრაინის სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ათეულობით ადამიანია მოთავსებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ცენზორ ნეტი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გუშინ, მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ ქალაქის გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოში 20 ადამიანი მიიყვანეს. მათ ძირითადად ტრავმები თავის არეში, ხელკეტების დარტყმის შედეგად აქვთ მიყენებული.



შედარებით მძიმეა ერთი ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ფეხებში ხმაურიანი და მანათობელი ყუმბარა აუფეთქდა. მას ფეხების ღია მოტეხილობა აქვს.



შეტაკებების დროს დაშავებულები კიევის სხვა საავადმყოფოებშიც იმყოფებიან. მომიტინგეების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.


უკრაინაში დღეიდან, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, - ამის შესახებ ერ-ბე-კა - უკრაინას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში სანდო წყარომ განუცხადა. მიმდინარეობს სერიოზული განხილვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაწილეობით. დიდია ალბათობა, რომ 2 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა იყოს შემოღებული, თუმცა საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობა მსოლოდ კიევის მასშტაბით განხორციელდეს, - აცხადებს სააგენტოს წყარო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3244
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია