დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
აჭარაში საპატრულო პოლიციამ 8 მარტი ქალების ცემითა და დარბევით აღნიშნა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/03/09 18:01:19

გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

 

საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსნეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.ხულოს რაიონის ხუთი სოფლის - ღურტას, დიდაჭარის, გელაძეების, დიაკონიეების და პაქსაძეების მოსახლეობა, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, არ გამორიცხავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერონ.

 


როგორც დიდაჭარის მცხოვრებმა რევაზ გობაძემ განცხადა, გუშინ დაძაბული ვითარება იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესისთვის გვირაბის მშენებლობა უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, მათ ძალისმიერი მეთოდებით ესაუბრებოდა და ამბობდა, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესები უნდა ქნას  გათვალისწინებული და შემდეგ მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს.


 რევაზ გობაძე (დიდაჭარის მცხოვრები):

– თუკი გვირაბის მშენებლობის საკითხზე სახელმწიფო მოსახლეობის ინტერესებს არ გაითვალისწინებს, 5 სოფლის სკოლა მუშაობას შეაჩერებს და აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.


დიაკონიძეების მკვიდრის,  ამირან სოლომონიძის  ანცხადებით , გუშინ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ და მოსახლეობის, მათ შორის, ქალების მიმართ გამოიყენეს ძალისმიერი მეთოდები.


_  ქალებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე იყვნენ მისულები, სარვამარტო საჩუქარი გაუკეთეს და დაარბიესრამდენიმე ქალს დაზიანებები აქვს ხელების და მუხლის არეში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია