დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე რონდელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის
2015/06/13 22:43:03

ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი და საერთაშორისო ურთიერთობების ღვაწლმოსილი მეცნიერი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ალექსანდრე რონდელი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დისციპლინის ერთ–ერთი ფუძემდებელი იყო, 90–იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა; 1997–2001 წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი იყო.

 

„ეს დიდი დანაკლისია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო წარმომადგენლებისთვის... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი ოჯახისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „სიტყვებით ვერ აღვწერთ, რა გააკეთა მან პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც მან სხვადასხვა ინსტიტუტებში თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის ათწლეულების განმავლობაში აღზარდა. ჩვენ ის დავკარგეთ, მაგრამ არ დაგვიკარგავს, როგორც ჩვენი ცხოვრების მოდელი“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - 75 მილიონი ევროს სესხის აღებისგან თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, გამოდიან და ამბობენ, რომ ეს იყო არა სესხი, არამედ ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და ქვეყანა დაინგრა, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია