დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე ბედნიერი ბავშვი მსოფლიოში
2014/12/02 08:09:07
ბრიტანეთში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ბიჭუნა დაიბადა

არც თუ ისე დიდი ხნის  წინ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვს დადებითი ემოციების გამოხატვა დაბადებამდე შეუძლია. ამის შესახებ ინფრომაციას The Telegraph  ავრცელებს. დიდ ბრიტანეთში, მომავალი მშობლები ემი კრეგი და ლეიტონ  ჰარგრივზი საკუთარი შვილის, ლეოს პირველი ღიმილის მომსწრნენი ორსულობის 31-ე კვირას გახდნენ.

 

„მე და ჩემი მეუღლე, ლეიტონი სასიამოვნოდ გაოცებულნი ვიყავით, როდესაც  ჩვენი ვაჟის მომღიმარი სახე დავინახეთ. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებიც, რომლებიც სკანირებას ესწრებოდნენ, გაოგნებულნი იყვნენ. მას შემდეგ რაც ლეო დაიბადა, იგი მუდამ იღიმის“, - აცხადებს 24 წლის ემი კრეგი.

 

დიდ  ბრიტანეთში  5 თვის ლეო ჰარგრივზს მსოფლიოს უბედნიერეს ბავშვს უწოდებენ, ბიჭუნა თითქმის მუდმივად იღიმება. ლეოს მშობლებმა მრავალი შემოთავაზება მიიღეს სამოდელო აგენტებისგან. თუმცა, ემი კრეგი მიიჩნევს, რომ მისი  ვაჟი ჯერჯერობით ძალიან პატარაა.

 

მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ღიმილს ახალშობილობის პერიოდის დასრულების შემდეგ იწყებდა. თუმცა, გვხვედებოდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ახალშობილი დაბადებიდან პირველივე დღეებში იღიმებოდა. აღსანიშნავია, რომ ღიმილი ბავშვის სწორად განვითარების მომასწავებელია. 

 

წყარო: http://people.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია