საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნონა ჩუბინიძე: „დარწმუნებული ვიყავი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ღირსეულ კადრს შემომთავაზებდა“
2015/04/06 17:06:07

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა  და დასაქმების პროგრამაში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, წარმატებით არიან ჩართულები საგანმანათლებლო დაწესებულებები. მათ შორის ერთ–ერთი ქუთაისის №14 საჯარო სკოლაა.  ცოტა ხნის წინ სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე პროგრამის ფარგლებში შექმნილ შშმ პირთა დასაქმების ცენტრს, დარაჯის ვაკანსიისთვის კადრის შერჩევის მიზნით, დაუკავშირდა.

 

ნონა ჩუბინიძე, ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი: „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ჩემთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაციაა.  წლების განმავლობაში მიწევს თანამშრომლობა გუნდთან, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მიმდინარე წელს ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრაზე გავიგე არსებული პროგრამის შესახებ და მაშინვე გამიჩნდა იდეა,  ვაკანსიის გაჩენისთანავე, მეც მიმეღო ამ კარგ საქმეში მონაწილეობა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყველა ორგანიზაციის შემოთავაზებას დავთანხმდებოდი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვიყავი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ღირსეულ კადრს შემომთავაზებდა“.

 

ნონა ჩუბინიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბაზა, რომელიც შექმნილია ამ პროექტის ფარგლებში, შშმ  პირზე მრავალფეროვან  ინფორმაციას მოიცავს და არჩევანს გიადვილებს.

 

„მიუხედავდ იმისა, რომ ქალაქში, ზოგადად ქვეყანაში, დასაქმების პრობლემაა, მაინც ძალიან ჭირს ღირსეული კადრის მოძიება. ყველა ორგანიზაციას, დამსაქმებელს ვურჩევ, დაინტერესდნენ და ჩაერთონ ამ პროგრაში. ისინი იპოვიან მათთვის საჭირო კადრებს. პირი, რომელიც ჩემს სკოლაში დასაქმდა, არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. მასთან მუშაობა კომფორტულია თანამშრომლებისთვისაც, რადგან ძალიან ყურადღებიანი და ერთგულია“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია