ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა დაარსებიდან 70 -ე სეზონი გახსნა. საიუბილეო მთარიღის აღნიშვნა კი 2016 წლის ოქტომბერში იგეგმება. ასევე განსაზღვრულია ვარსკვლავის გახსნაც, რომელიც მიეძღვნება თოჯინების თეატრის 70 წლისთავს.
70-ე სეზონის გახსნაზე თეატრმა მაყურებელს პრემიერა შესთავაზა: ლიბუშე ლუპეის კაიას და განკე კრჩულოვას და იაროსლავ ვოდრაჟეკის მოთხრობის „საფრთხობელა“-ს მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „საფრთხობელა და პატარა წერო“, რომლის დამდგემლი რეჟისორია ეკატერინე სირაძე, სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა ნინო ყიფშიძემ, მხატვარი თეო კუხიანიძეა; მონაწილეობენ მსახიობები - მზია მოსიძე, მარინე მსხვილიძე , თინათინ ნემსაძე, აბელ სოსელია, გიორგი ქართველიშვილი, ჟანა ქობულაძე, ნუნუ ქუთათელაძე, სერგო ქუთათელაძე, ავთანდილ ჩიქვილაძე.