დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
წიგნიერების კვირეული - მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/05/27 21:42:33

სამცხეში წიგნიერების კვირეულის ტრადიცია უკვე მეოთხე წელია, გრძელდება და მისი მხარდამჭერია ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ანტონ ობოლაშვილი

წიგნის სახლ „ქიმერიონის“-ს ინიციატივით, წიგნიერების კვირეული წელიწადში ორჯერ  იმართება, რაც ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის  საჩუქრად გადაცემას.

 

ბატონი ანტონ ობოლაშვილის თქმით, მისთვის პრიორიტეტულია განათლებისა და წიგნიერების მხარდაჭერა, მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა და ის ყოველთვის მზადაა ამ ტიპის აქციების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა მცხოვრებლებმაც მას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს და  მაჟორიტარის მანდატი ანდვეს.

 

ამ ოთხი წლის მანძილზე მაჟორიტარის საჩუქარი უკვე მიიღეს ახალციხის 25-მა სკოლამ, ადიგენის 25-მა სკოლამ,  ასპინძის  22-მა სკოლამ და ბორჯომის 20-მა სკოლამ.

 

ამჯერად წიგნიერების საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში   მაჟორიტარი დეპუტატის ბორჯომის ბიუროს თანამშრომელ მარიამ სიმონიშვილთან  ერთად,ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლას გადავეცით მაჟორიტარის საჩუქარი,მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკურილიტერაურა.

 

1. სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლა (დირექტორი ნესტან ლილუაშვილი );

2. სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო სკოლა (დირექტორი ილია ბერძენიშვილი);

3.სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლა (დირექტორი ლელი აკოფოვი);

4.სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოლითის საჯარო სკოლა (დირექტორი  ალბერტ არუთინიანი).

 

ოთხივე სკოლის ხელმძღვანელებმა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატეს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიმართ და აღნიშნეს, რომ წიგნიერების საქველმოქმედო აქციები, რომლის შედეგადაც რეგიონის სოფლის სკოლების ბიბლიოთეკები მართლაც ძალიან აქტუალური ლიტერატურით მდიდრდებაკიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდების წიგნთან დაახლოებას. ეს კი მნიშვნელოვანი გარანტი იქნება მათი სამომავლო წარმატებებისთვის.


 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 96
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია