საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აბსურდული ბრალდებები და დადგმული შოუ ე.წ. მუხროვანის სასამართლო პროცესებზე
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/05 14:24:46

ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე: კავკასიონზე ფულით სავსე ტომრებს რუსთის სპეცსამსახურები ჩამოყრიდნენ, ხოლო შმდეგ ალპინისტები წავიდოდნენ ამ თანხის მოსაძებნად

 

ვანო მერაბიშვილს მიერ გაცემულმა ბრძანებამ ორი გვამის შესახებ, საზოგადოების  აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ის აცხადებს, რომ ის გრუს აგენტებზე საუბრობდა.  მუხროვანის ე.წ  აბოხებულების სასამართლო პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, თუმცა არცერთ სასამართლო პროცესზე რუს აგენტებზე საუბარი არ ყოფილა, მუხროვანის აჯანყებაში ბრალდებული კობა ოთანაძის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე იხსენებს, რომ  სასამართლო პროცესი იყო დადგმული შოუ, რომელიც გაჯერებული იყო აბსურდული ბრალდებებით.


       ბოლო დღეებში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში და პოლიტიკურ წრეებში იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცი გავრცელდა და იმდენი მართალი თუ ტყილი ითქვა, რომ საჭიროდ ჩავთვალე მუხროვანის ე.წ. ამბოხებულების სასამართლო პროცესების ყველაზე აბსურდული და კომიკური ეპიზოდები გამეხენებინა. ჩემს გაოცებას იწვევს, თუ საიდან აქვთ ამ ადამიანებს ეს ინფორმაციები? მუხროვანის ე.წ. ამბოხების სისხლის სამართლის საქმეები რამდენიმე წლის  წინ განიხილებოდა. ალბათ საზოგადოებას ახსოვს, რომ ამბოხებაში ბრალდებულ კობა ოთანაძეს ვიცავდი მთელი 4 წლის განმავლობაში და იმ მძიმე დროს მუხროვანის აჯანყებაში ბრალდებულების ინტერესების დაცვა გარკვეულწილად  ადვოკატებისათვის არც ისე უსაფრთხო იყო. რატომღაც არავის არ ახსენდება, რომ ოთანაძის პირველ ადვოკატს (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) დახვდნენ უცნობი პირები და სახეში შეასხეს ე.წ. კისლატა. რამდენადაც ვიცი,  ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. ამის შემდეგ ოთანაძის მეორე ადვოკატი ქალბატონი მოგონილი ბრალდებით ადეიშვილის უწყებამ დააპატირა. 4 წლის განმავლობაში ადვოკატები: თადუმიძე, ნიკოლაიშვილი, ქეთი ბექაური  და სვები ვიბრძოდით სამართლებრივად, რომ როგორმე საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა რეალური  გარემოებები და სიმართლე. უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების,  ნანა კაკაბაძის, უჩა ნანუაშვილის, ეკა ბესელიას და სხვების მონაწილეობით ვცდილობდით, დაგვეცვა უდანაშაულო ადამიანები. ამ საქმის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მერაბიშვილის უწყების მიერ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას. მუხროვანის სამხედრო პირების უკანონო დაპატიმრებას, ჩვენების გამოძალვის მიზნით ცემას, რაც შეეხება 2009 წლის 20 მაისს განხორციელებულ სპეცოპერაციას, შს ყოფილ მინისტრთან ერთად დღესაც თავს იწონებენ ნაციონლური მოძრაობის ყოფილი თავკაცები, ადგილი ჰქონდა არ სპეცოპერაციას, არამედ უდანაშაულო პირების კობა ოთამაძის, ლევან ამირიძის და გია კრიალაშვილის  ლიკვიდაციას. ამ კადრების გავრცელების შემდეგ ატყდა აჟიოტაჟი, არადა,  სიმართლე გითხრათ,  საზოგადოების მიმართ გამიჩნდა წყენა, იმის გამო, რომ სანამ ტელეეკრანზე არ ვნახავთ, არ უნდა დაგვეჯერებინა მერაბიშვილის სახე და მისი სიტყვები – „ორი ტრუპია საჭიროო, რატომ არ დაიჯერეს ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებები? გამოდის, რომ საზოგადოება წლების განმავლობაში ადვოკატების და ექსპერტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებას არ აქცევდა არც ცალკეული პირების მიერ მიწოდებულ შემზარავ ფაქტებს, თუ როგორ ხდებოდა მერაბიშვილის უწყების მიერ ადამიანების ლიკვიდაცია.


_ რაც შეხება რუსულ ფაქტორს, რას იტყვით ამის შესახებ?


_ მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პროკურატურა ცდილობდა მუხროვანის ე.წ ამბოხი რუსეთის სპეცსამსახურებთან მიეწებებინა, თვით ჟურნალისტები, რომლებიც ამ პროცესებს ესწრებოდნენ, დამიდასტურებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის გია ღვალაძის ფანტასტიკურ ჩვენებას (ეს ის ღვალაძეა, რომელიც მუხროვანის სპეცოპერაციის წინა დღეს დააკავა შს სამინისტრომ) როგორც გაირკვა, მასზე ზეწოლის და ცემის შედეგად მიიღეს შემდეგი ჩვენება: თითქოსდა ლევან ამირიძის, კობა ოთანაძის, გია კრიალაშვილის და სხვათა მიერ მზადდებოდა სამხედრო ამბოხი, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. მის მიერ დასახელებული იყვნენ ოპოზიციური  პარტიები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,  იმ დროს რუსთაველის გამზირზე აქციებს ატარებდნენ.


_ იყო თუ არა საუბარი რუსეთის მიერ ამბოხებულების დაფინანსებაზე და რომელ გრუს აგენტებზე საუბრობს მერაბიშვილი?


_ გია ღვალაძე დაავერბორკეს, მან სასამართლოზე რამდენჯერმე შეცვლა ჩვენება და სასამაღლო პროცესზევე შეუცვალეს ადვოკატი, უფრო მეტიც,  ღვალაძე საუბრობდა დაფინასების წყაროზეც. იმ პერიოდში გია ღვალაძე საბანკო სფეროში, დაცვის სამსახურში  მუშაობდა. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ თითქოსდა ამბოხებულები ბანკის გაძარცვას და ამ ფულის აჯანყების ორგანიზებაში გამოყენებას აპირებდნენ.  ხომ წარმოგიდგენიათ, თუ რა ზეწოლა განახორციელა შს სამინისტრომ გია ღავალაძის მიმართ? მით უმეტეს,  გია ღავალძემ ვერ ახსნა, როგორ უნდა მომხდარიყო ბანკის საუკუნის ძარცვა. როგორ შეიძლებოდა სააკაშვილის პირობებში ბანკიდან მილიონობთ თანხის გატანა და გაძარცვა. შემდგომში ეს არარეალური აღმოჩნდა. ამის შემდეგ ღვალაძეს მიაცემინეს უფრო ფნტასტიკური ჩვენება, რამაც დანარჩენი განსასჯელების  სიცილ-ხარხარი გამოიწვია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ჩვენების შესახებ.


_ რა ჩვენება მისცა საბოლოოდ ღვალაძემ?


_ ღვალაძის ჩვენებით, ვინაიდან ბანკის გაძარცვა ვერ განახორციელეს დაუკავშირდნენ რუსეთის სპეცსამსახურებს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ პიროვნებები, ისინი დაპირდნენ, რომ მაისის თვის დასაწყისში კავკასიონზე, ყაზბეგის რაიონის ერთ-ერთ მწვერვალზე რუსეთის ავიაციის თვითმფრინავი შემოფრინდებოდა კავკასიონზე და ჩამოყრიდა ტომრებით სავსე უცხოურ ვალუტას. ხომ მაგარი ვერსიაა? დღესაც ვუსმენდი ინგა გრიგოლიას გადაცემას, რატომღაც ადვოკატების არ მიგვიწვიეს ამ გადაცემაში, ისინ, ვინც  მუხროვანის ე.წ  ბრალდებულების საქმეს ვიცნობდით.


_ ეს შეთხზული ვერსია სასამართლომ დაიჯერა?


_ უფრო მეტიც,  გია ღვალაძემ ამის შემდეგ უფრო ზეფანტასტიკური ვერსია განაცხადა,  თითქოსდა ამბოხებულებს კავკასიონის მწვერვალზე  უნდა გაეგზავნათ ალპინისტები, რომლებიც  კომბინირებულად მოძებნიდნენ ზემოთ აღნიშნულ ფულით სავსე ტომრებს და გადასცემდნენ ამბოხებულებს, ვინც სასამართლო პროცესზე გია ღავალაძის ჩვენება მოისმინა, ჩემს სიტყვებს დაადასტურებს და ვინც არა, შეიძლება ეჭვი შეიტანოს. რაზე იყო საუბარი? საზოგადოებას მინდა განვუცხადო, რომ სააკაშვილის დესპოტური რეჟიმის პირობებში შესაძლებელი იყო ასეთი ფანტასტიკური ამბების შეთხზვა. სამწუხაროდ, დიდი ნაწილს ამ ყველაფრის სჯეროდა. როგორ შეიძლება კავკასიონზე ტომრებთ ჩამოყრილი ფულის ისტორია სიმართლედ აღიქვა?


კიდევ ერთმა გარემოებამ ამაღელვა, როგორც გავიგე, სატელევიზიო კადრების ჩვენების შემდეგ, დაიწყო კობა ოთანაძის საქმის გამოძიება. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ბრძანება, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გასცა, ამის გამო საქმე აღძრული იყო ჯერ კიდევ 2012 წელს, სადაც აღწერილი იყო კობა ოთანაძისა და სხვა უიარაღო  ადამიანების ლიკვიდაცია–ჩაცხრილვა.


_ რაც შეეხეაბ ორმხრვ სროლებს რამდენად სიმართლეა?


 

_ აბსოლუტურად უიარაღო ადამიანები ჩაცხრილეს  მიკროავტობუსში, სადაც უკანა მხარეს ჩასაფრებული იყვნენ სპეცრაზმელები და ცეცხლი გაუხსნეს  მათ.  ვაცხადებ, რომ ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია და ის განცხადება, რომელიც ვანო მერაბიშვიულმა გააკეთა ორი გვამის შესახებ,  ესენი იყვნენ გია კრიალშვილი და კობა ოთანაძე, რაც შეეხება ლევან ამირიძე, ამ შემთხვევაში, მისი ლიკვიდაცია არ იყო დაგეგმილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია