დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანები
ბილ გეიტსი ისევ ყველაზე მდიდარია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/18 11:53:45

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ისევ ლიდერობს ყველაზე მდიდარი ამერიკელებისგან შემდგარ სიას, სადაც ქვეყანაში მცხოვრები 400 მდიდარი ადამიანია თავმოყრილი. ამერიკაში უმდიდრესის წოდებას გეითსი 1994 წლიდან ინარჩუნებს და წელს მისი ქონება $72 მლრდ-ად შეაფასეს, რაც $6 მლრდ-ით მეტია, ვიდრე შარშან.

სიაში მეორე Berkshire Hathaway-ის მფლობელი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც წელს $58.5 მლრდ-ად შეფასდა და გამოვიდა, რომ ბაფეტმა 1 წელში კიდევ $12.5 მლრდ იშოვა. ამდენი ფული 1 წლის განმავლობაში სიაში შესულ არცერთ სხვა ამერიკელს არ უშოვია.

მესამე ადგილზე Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონია, რომლის ქონება წელსაც და შარშანც სტაბილურად $41 მლრდ იყო. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი არიან ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, $36-36 მლრდ-ის აქტივებით.

400-ვე უმდიდრესი ამერიკელის საერთო ქონებამ წელს $2 ტრილიონს გადააჭარბა, რაც მეტია, ვიდრე შარშან და ამის მიზეზად საფონდო და უძრავი ქონების ბაზრების ზრდა სახელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია