საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
მომაკვდავი პატიმრის, ნუგზარ ფარფალიას ოჯახის წევრები შიმშილობას იწყებენ
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/20 11:33:13

ადვოკატი  სოსო  კორკელია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის, ნუგზარ ფარფალიას შესახებ ინფორმაციას  ავრცელებს.

 

მსჯავრდებული  სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. განსასჯელს ზედა და ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს, იგი ეტლითაც კი ვერ გადაადგილდება დამხმარის გარეშე, ვერ იკვებება, სარგებლობს ჰიგიენური საფენებით, აქვს С ჰეპატიტი.

 

მიუხედავად იმისა, რომ პატიმარი პრაქტიკულად არის სიკვდილის პირას, მას სრულყოფილ გამოკვლევას არ  უტარებენ,  გათავისუფლებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

 

ადვოკატის განცხადებით, მან არაერთხელ  დააყენა ავადმყოფობის გამო პატიმრის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ. ახლა პატიმრის ოჯახის წევრები აპირებენ უვადო შიმშილობის დაწყებას მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

 

უფლებადამცველი გიორგი ლაღიძე მოუწოდებს  სასჯელაღსრულების დეპარტმენტს, რომ  დაინტერესდნენ პატიმარ ფარფალიას  ბედით და გაათავისუფლონ პატიმრობიდან.. სხვა შემთხვევაში შეიძლება უმძიმესი შედეგი მივიღოთ,  მაშინ  პასუხისმგებლობა  დაეკისრება შესაბამის ორგანოებს, აცხადებ ლაღიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია