საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მარიკა ვაჭარაძე:"უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საწარმოებში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სოციალური დიალოგის არარსებობა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/10 10:59:42

შრომის უსაფრთხოება და დამსაქმებულთა უფლებების დაცვა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 7 მარტს მიიღო. 2019 წლის იანვრიდან კანონი სრულად ამოქმედდა, რასაც სხვადასხვა სახის რეგულაციების, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში სანქციების ამოქმედება მოყვა.

 

ასოცირების ხელშეკრულება, შრომის უსაფრთხოების მიზნით, ამ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავდა, რაც შრომითი უფლებების და უსაფრთხოების გარანტიაა. ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-13 და მე-14 თავი დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარ შესაძლებლობებს მოიცავს. ამ თავის მიზანია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის შემცირება, გაძლიერებული სოციალური ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება და გაუმჯობესებული ცხოვრების დონეა. 

 

შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია შემდეგი ღონისძიებები: შესაცვლელია დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისკენ. შრომის ბაზარზე აქტიური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა. 

 

დასაქმებულთა მეტად ინფორმირების მიზნით, მოწვეულმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა, ქუთაისში 9 დეკემბერს ერთ დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანი მძიმე, მავნე და საშიშ ნივთიერებებთან მომუშავე ადამიანების გადამზადება სოციალური დიალოგის მექანიზმებზე იყო. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულის ქვანახშირის, "ჯორჯიან-მანგანეზის," რომლის მფლობელობაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურმანგანუმი, დასაქმებულმა პირებმა. ტრენინგს აღნიშნული საწარმოებიდან 20 წარმომადგენელი დაესწრო.

 

პროექტის მენეჯერი მარიკა ვაჭარაძე აღნიშნავს: „უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საწარმოებში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სოციალური დიალოგის არარსებობა. აღნიშნულს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სოციალური დიალოგის თაობაზე ცნოებიერების დაბალი დონე, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს შორის. მხარეები ვერ აცნობიერებენ იმ სიკეთეებს და სარგებელს, რაც შეუძლია მოიტანოს სოციალურმა დიალოგმა, მხარეებს შორის და დავების პრევენციის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში სოციალურ დიალოგს დამსაქმებელი ხარჯების გაზრდას უკავშირებს. მეტიც, ნაკლებია მხარეების მხრიდან სოციალურ დიალოგში ჩართვის მზაობა. თუმცა ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამ დიალოგის დაწყების და მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანია დასაქმებულების და დამსაქმებელთა მეტად ინფორმირებულობა, რაც ხელს შეუწყობს შრომით უფლებების საკითხების დარეგულირებას.“

 

პროექტი 8 თვის მანძილზე განხორციელდება იმერეთის რეგიონში. რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცცვლილებების შესახებ რეგიონული მედიის წარმომადგენლების ინფორმირებულობას. პროეტის ბოლო ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელდება მონიტორინგი ტყიბულის ქვანახშირის, ჭიათურ მანგანუმის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ანგარიშის სახით გამოიცემა და რიგ საკითხებზე მომზადდება რეკომენდაციები.

 

ღონისძიება ხორციედება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია