დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირი და FAO ქართველ ფერმერებს ბიზნესუნარების განვითარებაში ეხმარებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/02/11 11:52:17

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ფარგლებში, საქართველოს ხუთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის ტრენინგების მოდული განახორციელა. 70-ზე მეტმა მონაწილემ ბიზნესის მართვის საფუძვლები შეისწავლა. აქცენტი გაკეთდა დაგეგმვაზე, მონაცემთა აღრიცხვასა და ბიუჯეტის შედგენაზე.

 

FAO-ს ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს ლაგოდეხის, ახმეტის, თეთრიწყაროს, წალკისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. ფერმერებისა და მწარმოებლების გარდა, ტრენინგებს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტრენინგების მთავარ მიზანს წარმოადგენს, სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების მიერ წარმოების დაწყებამდე ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საბაზრო მოთხოვნები და მოგების პოტენციალი.

 

ტრენინგზე განხილული მთავარი საკითხები მოიცავდა ისეთ თემებს როგორებიცაა: სამიზნე საბაზრო სეგმენტის შერჩევა, საბაზრო სტანდარტების დაკმაყოფილება, სადისტრიბუტიო არხების შერჩევა და მარაგის კომერციალიზაცია, სეზონური გავლენა ფასებზე და გაყიდვებზე, მონაცემებისა და აქტივობების აღრიცხვის მნიშვნელობა, საწარმოო ბიუჯეტის შედგენა გადაწყვეტილებების მისაღებად, საფასო სტრატეგიის და მომგებიანობის განსაზღვრა, საწარმოო კულტურებს შორის ალტერნატივების განხილვა მომგებიანობიდან გამომდინარე.  


ინტერაქტიული ტრენინგები მოიცავდა პრეზენტაციებს, ვიზუალურ დემონსტრაციებს, კითხვა-პასუხის სესიებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. FAO-ს პროექტის კოორდინატორის, ხავიერ სანს ალვარესის განცხადებით, სასწავლო მოდულები მიზნად ისახავს შემოსავლებისა და მოგების ზრდას ფერმერებისათვის, ასევე, მიწისა და სხვა რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას მწარმოებელთა მიერ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, FAO გააგრძელებს ქართველი ფერმერების, მწარმოებლებისა და ექსტენციის სპეციალისტებისთვის მსგავსი ტრენინგების ჩატარებას, განაცხადა სანს ალვარესმა


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

 

პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია