საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
2019 წელს იმერეთის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 330 595 589 ლარია გამოყოფილი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/25 17:01:45

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

რწმუნებულმა მათთან ერთად დეტალურად გაიარა ყველა საკითხი, რომელიც რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებს უკავშირდება.

 

2018 წელს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 157 625 222 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს ამ კუთხით იმერეთისთვის 330 595 589 ლარია გამოყოფილი.

 

როგორც შავლეგო ტაბატაძე აღნიშნავს „ ჩვენ მოვიძიეთ ყველა მშენებელი, რათა მათ გავაცნოთ 2019-ში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  რა სახის სამუშაოების შესრულება იგეგმება, ამით ექნებათ საშუალება, სწორი ანალიზი გაუკეთონ ამ ყველაფერს, თავიანთი შესაძლებლობები შეაფასონ და იქედან გამოდინარე მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებული კონტროლი გვექნება  სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე.“ - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ.

 

შეხვედრაზე მოწვეული ერთ-ერთის შ.პ.ს „საპოვნელა პლიუსის“ წარმომადგენლის, ნატალია სირაძის თქმით „მივესალმები ამ გამჭირვალობას,იმიტომ, რომ თუნდაც ის ელექტრონული ხელმოწერები ბევრად გააიოლებს ამ სისტებას. ამის გარდა, რა პროექტებიც არის წარმოდგენილი 2019წლისთვის ,ვფიქრობ ბევრად მარტივი იქნება მეწარმეებისთვის,სატენდერო პირობების გაცნობა და მონაწილეობის მიღებაც

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია