დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კურორტ ახალდაბის მედიაკაფეში ახალგაზრდებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/12 22:35:18

კურორტ ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ ოთარ ალბორიშვილს უმასპინძლეს.

 

ბატონი ოთარი ყოველგვარი თანმხლები პირების გარეშე, მარტო ესტუმრა ახალდაბელ ახალგაზრდებს და შეხვედრაც, შესაბამისად, ძალიან უშუალო და გულწრფელი გამოვიდა.

 

სტუმარმა საუბრისას თავისი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართალია, ის იურისტია, მაგრამ მისი პირველი პროფესია დურგლობაა, ის ბავშვობიდანვე ოჯახში დურგლობას სწავლობდა და ეამაყება, რომ თავისი შრომით ბევრი სასარგებლო საქმე გაუკეთებია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლის გადაჭრაც როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბევრჯერ  მოუხერხებია, მაგრამ ყველაზე ხშირი პრობლემა არაპროფესიონალი კადრებია, რისი დაძლევაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

ახალდაბელმა ახალგაზრდებმა დაბაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე და მათ შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდების პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, აღნიშნეს, რომ სოფელში, ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიებები, შეხვედრები, იმუშავებდა თეატრალური, გიტარის ან ხატვის წრე. აქცენტი კეთდება მხოლოდ სპორტულ მიმართულებაზე, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ საკმარისი არაა.

 

მათივე თქმით, მედიაკაფე „ლუტრეზი“, რომელიც წელს ამოქმედდა, ძალიან დიდი სიახლეა ახალგაზრდებისთვის და სურთ ამ მედიაკაფეში სხვადასხვა საინტერესო პროექტი განახორციელონ,მათ შორისაა, პროექტი „ახალდაბის თემის ელჩები“, რომელიც ამერიკის საელჩოს ხაშურის წარმომადგენლობის დაფინანსებით უნდა განხორციელდეს, რაშიც აუცილებლად დასჭირდებათ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა.

 

ოთარ არბოლიშვილმა ახალგაზრდებს ურჩია, რომ კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო იაქტიურებთ და თქვენს ინიციატივებს და პროექტებს მოგვაწვდით, რომ ჩვენც მეტი მხარდაჭერა შევძლოთო. არ უნდა მოგვასვენოთ და ხშირედა შგვაწუხოთო - უთხრა მან ახალგაზრდებს. ამავე დროს გაიხსენა სტატისტიკა და აღნიშნა, რომ მაგალითად, „სოფლის დახმარების პროგრამით“, სადაც სოფელი თვითონ ირჩევს გასაკეთებელ საქმეს, უმეტესად ასაკოვანი ხალხის გადაწყვეტილებები ჭრის, სადაც ძირითადად ან სასაფლაოების შემოღობვას, ან რიტუალების სახლს ან სხვა მსგავს ინიციატივებს აყენებენ ჩვენს წინაშე, ჩვენ ვაფინანსებთ და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ეს არ იყო მთავარი პრობლემა სოფლისთვის, ასე მოხდა თუნდაც რამდენიმე წლის წინ ახალდაბაშიც რიტუალების სახლის დაფინანსება, რომელიც ფაქტობრივად არავის არ სჭირდება და დღეს ეს შენობა უპატრონოდააო. ასე რომ არ მოხდეს, კიდევ და კიდევ გთხოვთ, ახალგაზრდებს, იაქტიურეთ და ისეთი ინიციატივები მოიტანეთ ჩვენამდე, რაც უმრავლესობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გჭირდებათო - განაცხადა ბატონმა ოთარმა.

 

შეხვედრის მასპინძელმა, მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს მთავარმა რედაქტორმა და მედიაკაფე „ლუტრეზი“-ს დამფუძნებელმა, ნატო გუბელაძემ, მადლობა გადაუხადა ოთარ არბოლიშვილს, ამ გულწრფელი და უშუალო შეხვედრისთვის ახალგაზრდებთან და თავის მხრივ, ახალგაზრდებთან ერთად დაპირდა, რომ არ მოგასვენებთ ჩვენი ინიციატივებითო.  

 

მედიაკაფეში შეკრებილი ახალდაბელი ახალგაზრდების თქმით, მათთვის ეს შეხვედრა მართლაც დიდი სტიმულია, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ინიციატივები გამოიჩინონ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია