დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ორივე ქვეყანაში მოზაურობისთვის პასპორტები აღარ დასჭირდებათ
2018/08/29 11:53:16

 

პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით:

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მქონეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყანაში იმოგზაურონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით,  ასეთივე მიდგომის გამოყენება იგეგმება სხვა ქვეყნებთანაც, რის შესახებაც მომავალში გაავრცელებს ინფორმაციას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია