დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტი განხორციელდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/07/26 15:45:00

ქუთაისის მერიამ მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებში შვიდმა ოჯახმა გრანტის სახით ტექნიკური დახმარება მიიღო.

 

პროექტის მონაწილეები და გამარჯვებულები მეწარმე ქალთა ფონდმა შეარჩია. 25 ოჯახი გადამზადდა, რომელთაგან საბოლოოდ 7-ის ბიზნეს იდეა დაფინანსდა.

მრავალშვილიან ოჯახებს ბიზნესის გასავითარებლად, სხვადასხვა ძვირადღირებული ტექნიკა გადაეცათ საჭიროებისამებრ. ,,ქუთაისის მერიამ პირველად დაიწყო მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა.

ამ პროგრამაში სულ მონაწილეობა 25-მა ოჯახმა მიიღო. მათ ბიზნეს პროექტები დაწერეს. კომისია დამოუკიდებლად მუშაობდა. ეს ყველაფერი ხორციელდება მეწარმე ქალთა ფონდის მიერ, მაგრამ ჩვენი დაფინანსებით. შეირჩა 7 ოჯახი. მოხდა მათი თანადაფინანსება. ძირითადად მათ ის სამუშაო ინვენტარი გადაეცათ რაც მნიშვნელოვანია მათივე ბიზნესის წამოწყების ან გაფართოებისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობა რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია