დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ედპ–ს ლიდერი პრემიერს რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
2013/09/14 19:49:25

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ,  დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა,  შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკება, სანამ ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებს თვითონ ადგენს. მან პრემიერ მინისტრს კარასინისა და აბაშიძის შეხვედრის გაუქმება მოსთხოვა. 

გთავაზოთ ბაჩუკი ქარდავას განცხადებებს: 

„მივმართავ პრემიერ-მინისტრს, პოსტის დატოვებამდე, გააკეთოს მკაფიო გზავნილები რუსეთის აგრესიის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის ოფიციალური ხელშეკრულების შესახებ, მოწმობას იმას, რომ რუსეთისთვის არსებობს მხოლოდ მუდმივი სტრატეგიული ინტერესები, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება ექნება კრემლს საქართველოს ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ. ახალი ხელისუფლების დათმობითი პოლიტიკის ფონზე, პუტინის ბოლო ქმედება ფორმითაც და შინაარსითაც, როგორც მინიმუმ ცინიზმია. იმედია, ეხლა მაინც მიხვდება ხელისუფლება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, მიამიტურია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ,,პუტინმა და კრემლმა არ იცის და ეს სამხედროებმა თვითნებურად ჩაიდინეს“.

 „გარდა ამისა, განცხადებები ოლიმპიადის მშივდობიანად ჩატარების ხელშეწყობაზე, ევრაზიული კავშირის შესახებ და კლუტურულ-სავაჭრო ურთერთობების გახსნაზე არის ორმაგი სტანდარტი, რაც დაბნეულობას იწვევს როგორც ჩვენს საზოგადოებაში, მითუფრო დასავლეთში. საუბარი უვიზო რეჟიმზე და საზღვრის გახსნაზე დაუშვებელია იმ ფონზე, როცა რუსეთი აქეთ გვიდგენს საზღვრებს და ამაზე უნდა არსებობდეს მკაფიო პასუხები. კარგია, როცა ნოტას მაინც ვაგზავნით, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მოსკოვს ნოტების აღარ სჯერა. ჩვენს არსენალში არსებობს ორი მთავარი იარაღი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - პირველი, ქართული საზოგადოების კონსოლიდირება იმ რეალობის გარშემო, რომ რუსეთი მტერია და არა ერთმორწმუნე მეზობელი და ამაში ქართველი ხალხი, პოზიციაც და ოპოზიციაც უნდა იყოს ერთიანი; და მეორე - დასავლეთი, ჩვენი მთავარი პარტნიორები, რომელთა აქტიურობას და ზეწოლას შეუძლია, დაგვიცვას აგრესიისგან. მაგრამ ჩვენი ორმაგი სტანდარტებით ხშირად დასავლეთშიც გაუგებრობებს ვიწვეთ. აქედან გამომდინარე, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, პოსტის დატოვებამდე, გააკეთოს მკაფიო გზავნილები რუსეთის აგრესიის შესახებ. მინიმუმ, შეაჩეროს კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებები; აღნიშნული საკითხის განსახილველად, მოვითხოვოთ ჟენევის ფორმატის გააქტიურება და მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას პუტინის ამ ცინიკური ნაბიჯის წინააღმდეგ რეაგირებისაკენ.“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია