დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე კორეის რესპუბლიკას სტუმრობდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/25 14:41:38

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე  კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მე-6 პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობის მიზნით, სეულს სტუმრობდა.მან შეხვედრა გამართა ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუნ კანგ-ჰიონთან.  მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური, ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის განვითარების, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება.


 
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით გიორგი შარვაშიძემ შეხვედრები გამართა კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში და კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია