საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქორწილო შოუ თბილისის ზღვაზე, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/05/14 01:08:00

თბილისის ზღვასთან მდებარე ულამაზესმა ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ 14 მაისს პირველ გრანდიოზულ საქორწილო გამოფენა - შოუს უმასპინძლა. ეს შოუ თავად სასტუმროს ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მხარდამჭერები გახლდნენ: ივენთკომპანია“ვანილა ვედინგსი“, ყვავილების კომპანია „პაპავერო“ და კაბების სალონი „დრესკოდი“.


როგორც სასტუმროს მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო ჩეჩელაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა,„ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოში პირველი სასტუმროა, ყველაზე მასშტაბური ღონისძიებათა დარბაზით. სასტუმრომ უკვე რამდენიმე მასშტაბურ ქორწილს უმასპინძლა და ამ მიმართულებით სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს. „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ამჯერად პირველად მასპინძლობს საქორწილო შოუს.

 

შოუ კი მართლაც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ყველა იმ კომპანიის პროდუქციასა თუ სერვისებს, ვინც დასაოჯახებელ წყვილებს საქორწილო მომსახურებას სთავაზობს.


სასტუმროს გრანდიოზულ დარბაზში ერთმანეთის გვერდიგვერდ იხილავდით საქორწილო კაბების მოდელებს, ულამაზეს სადედოფლო ტორტებს, საქორწილო სუფრის არაჩვეულებრივ დიზაინებს, ფერად-ფერად ულამაზეს თაიგულებს, ფოტოგრაფთა საქორწილო შედევრებს, საუკეთესო ქართულ ღვინოს და შოკოლადის ჩანჩქერსაც კი... აქვე წარმოდგენილი იყო სასტუმროს შეფმზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი და ეგზოტიკური კერძები.


საქორწილი გამოფენა-შოუს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო მუსიკალური პროგრამა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული სიმღერებისა და ცეკვების უბადლოდ შემსრულებელი ახალგაზრდები, რომლებიც დამთვალიერებელთა გულწრფელ ემოციებსა და ტაშს იმსახურებდნენ.


ღონისძიების ორგანიზატორებმა შოუს დასასრულს ლატარიაც გაათამაშეს და სტუმრებს სასიამოვნო სურპრიზები და საჩუქრები მოუმზადეს.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია