დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერის თვალსაზრისი
შესაძლებელია, შავმა ზღვამ საქართველოს იაფი და უსაფრთხო ენერგია მიაწოდოს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/02/12 13:25:38

ბოლო პერიოდში ენერგეტიკის შესახებ ყველა საუბრობს. ბევრისთვის ეს საკითხი ემოციის სფეროა, ზოგისთვის - პროფესიული და საბოლოოდ, ყველამ ვიცით, რომ ადამიანები რადგან ვერ წყვეტენ მოხმარებას, ამიტომ საჭიროა წარმოება. წარმოებას კი  ეკოლოგიური პრობლემები მოაქვს. ყველაზე უკეთესი ვარიანტი მაინც ისაა, რომ ადამიანებმა წარმოება არ შეწყვიტონ და მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები. 


ენერგეტიკის რისკის ზედა თამასა ატომურ სადურებამდე მიდის, ხოლო ქვედა - არატრადიციულ ენერგოწარმოებამდე. სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის იმის ხელშეწყობა, რომ ტრადიციული ენერგორესურსების პარალელურად, გზა გაეხსნას სრულიად ნოვაციურ შესაძლებლობებს. 


შეიძლება თუ არა, რომ შავმა ზღვამ საქართველოს (და არა მარტო მას) მიაწოდოს იაფი და უსაფრთხო ენერგია?! ამ საკითხზე გვესაუბრება ინჟინერ-გეოდეზისტი, იურისტი და თადარიგის ოფიცერი გიორგი ირომაშვილი:


ელექტროენერგიის მიღების კლასიკური სახეებია:ჰიდრო, თბო და ატომური სადგურები. ორ უკანასკნელს საბაზისო ენერგოდანადგარებიც ეწოდება, რადგან ისინი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ წლის დროისაგან დამოუკიდებლად. 


ჰესის მიერ ენერგიის გამომუშავება დამოკიდებულია საბაზისო წყალსაცავის წყლით შევსების ხარისხზე, რაც, თავის მხრივ, მდინარის ჩამონადენის ინტენსივობაზეა დამოკიდებული, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩრდილო ნახევარსფეროში გაზაფხულზე მოდის, რაც მთებში ყინულის დნობაზეა დამოკიდებული. 


ჰიდროელექტროსადგურების მთავარი უარყოფითი თვისებაა გარემოსათვის მიყენებული ზარალი, რაც გამოიხატება შემდეგით: გარკვეული ტერიტორიის წყლით დაფარვა, დროდადრო ჩამონატანისაგან წყალსაცავის ფსკერის გათავისუფლება, ჰაერის პარამეტრების ცვლილება (ტენიანობის ზრდის თვალსაზრისით) წყალსაცავის მიმდებარე უბნებისათვის და სხვა კიდევ არაერთი.


 ჰიდროაგრეგატების იმ კონდიციებამდე მიყვანა, რომ მათ ენერგიის გამომუშავება დაიწყონ, დიდი სახსრების დაბანდებას საჭიროებს, რაც იმით გადაიფარება, რომ ეს არის ენერგიის ყველაზე იაფი ფორმა, რადგან ერთხელ გაღებული ხარჯების შემდეგ, ატრიალებს რა ვარდნილი წყალი ტურბინას (ტურბინა თავის მხრივ გენერატორს), ენერგია თითქმის მუქთად გამომუშავდება! 


გამომუშავებული ენერგიის თვითღირებულება 1-2 ცენტის ფარგლებში მერყეობს და მით უფრო იაფია, რაც მძლავრია ჰესი! თბოელექტროსადგურებისთვის ორგანული საწვავია საჭირო, ხოლო ატომური ელექტროსადგურებისათვის-ატომური საწვავი, რაც ძალიან ძვირია და ზედმიწევნით_საფრთხილო.  


ორგანულ საწავზე მომუშავე თბოელექტროსადგურები ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს ნახშირბადის ჟანგითა და ორჟანგით, რაც მსოფლიოს ექცა პრობლემად. ამიტომ გახდა ასე საჭირო ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიების აუცილებლობა. 


ამ მხრივ, აქცენტი გადატანილია ძირითადად ქარის და მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობაზე. ზოგ ქვეყანაში აქვთ გამოცდილება ოკენეების მიქცევა-მოქცევის ენერგიის გამოყენებისა. 


საქართველოში მზიანი დღეების რიცხვიც საკმაოდ ბევრია, და გამოუყენებელი მიწებიც, სადაც ამ ტიპის ელექტროსადგურის მოწყობაა შესაძლებელი, მაგრამ მისი სიძვირის გამო, ჯერჯერობით სერიოზულად არავინ დაინტერესებულა ჯერჯერობით.


 შავ ზღვაზე მოქცევა-მიქცევის ტალღები არაა მაღალი, რაც ტალღების ენერგიის გამოყენებას უპერსპექტივოს ხდის, მაგრამ იმავე შავ ზღვაში იმდენი ენერგიაა ბუნების მიერ კონცენტრირებული, რომ მთელ მსოფლიოს დააკმაყოფილებდა კარგა ხნით!


 მხედველობაში გვაქვს 160 მეტრის სიღრმის ქვემო შრეების გოგირწყალბადით გაჯერება თვით ფსკერამდე! შესაბამისად, თუ შევიმუშავებთ ტექნოლოგიას, (რაც ინჟინერქიმიკოსების პრეროგატივაა!), რომელიც გოგირწყალბადს დაშლის წყალბადად და გოგირდად, მაშინ წყალბადს გამოვიყენებთ საწვავად (ნაწილს ქიმიური მრეწველობის გასავითარებლად!) და შესაძლებელი იქნება უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის მიღება. მითუმეტეს, რომ წყალბადის წვა, ატმოსფეროს დაბინძურებას აბსოლუტურად არ იწვევს(წვის საბოლოო პროდუქტი ხომ წყალია!).


 უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში თურქებმა კარგა ხანია, რაც დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება და რამდენადაც ცნობილია, გარკვეული წარმატებებიც მოიპოვეს!


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია