დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთასში არასამთავრობოებმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგია განიხილეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/25 21:00:47

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის სოციალურ უფლებებზე, დევნილთა უფლებებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, დაკავების დროს არსებულ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებზე. შეხვედრას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი მარიამ ჯაჯანიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი.


სპიკერებმა ისაუბრეს  ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიასა და აღნიშნული სტრატეგიის განხორცილების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა  სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, განიხილეს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.

 

ღონისძიებები ხორციელდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“  ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია