დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრობლემა
ქუთაისის ოპერის თეატრი ინგრევა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/23 14:09:47

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომლის რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონამდე ლარი გამოიყო, დღეს კედლები იშლება, შპალერი იხევა და წვიმის დროს ფანრებიდან წყალი შედის. თეატრის დირექტორის, ხატია ვედმედევას განცხადებით, იგი აპირებს ს/ს „დაგს“ , რომელმაც  თეატში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა,  სასამართლოში უჩივლოს.


„ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დაგ-მა“ ზერელედ  შეასრულა სამუშაოები. ყოველი წვიმის დროს ფანჯრებიდან წყალი შემოდის და შედეგად გაფუჭებულია კედლები, არ არის წესრიგში კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა ძალიაც ცუდ მდგომარეობაშია. არ არსებობს გამწოვები და საშინელი სუნი დგას შენობაში. იმის სანაცვლოდ, რომ ქვევით მოექციათ გათბობის მილები, დაავიწყდათ და დღეს ზემოდან ვთბებით. არ არის ნორმალური აკუსტიკა, აყრილია ლამინატი, გადასაკეთებელია აბსოლიტურად ყველაფერი. მშენებლობის დროს თეატრში არ არის გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის საგარდერობო საკიდები, საბილეთო სალარო ელემენტარულ პირობებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. თეატრს არ გააჩნია საგრიმიორო და სასაწყობე ოთახი. ჯობდა საერთოდ არ მოეკიდებინათ ხელი,“ - განაცხადა ხატია ვედმედევამ psnews-თან საუბრისას.


კომპანია „დაგ-ს“ ვერც psnews-ის რედაქცია და ვერც თეატრის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა. კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.


„დაგმა“ ორი წლის წინ, ტენდერის საფუძველზე,  ოპერის თეატრის მშენებლობა დაიწყო. ქალაქის მერიასა და სს დაგ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით(ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ: №2, №236 №560), თეატრის რეკონსტრუქციისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 627 324.5  მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მშენებლობის პროცესი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შენობა დღემდე არ არის ჩაბარებული იქ არსებული პრობლემების გამო.


„კვირის ბოლომდე ვაპირებთ „დაგის“ წინააღმდეგ საჩივრის დაწერას და მოვითხოვთ როგორც ფინანსური ზარალის ანაზღაურებას და მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, ასევე მორალურ კომპენსაციას,“- განაცხადა ხატია ვედმედევამ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია