დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერილები ციხიდან...
გიგი უგულავა:"საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/14 20:57:29

 

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად.

 

გიგი უგულავა:

"საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა, ხაზს ვუსვამ ერთპიროვნულს და არა ერთპარტიულს, რადგან მრავალი გამოჩნდება ვინც ფორმალურ კამათს დაიწყებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიათა კოალიციაა. 


დიახ საქართველოს მართავს მილიარდერი ოლიქარგი, რომელიც გაექცა ფორმალურ პასუხისმგებლობას და დაამყარა სრული ერთპიროვნული მმართველობა. 


რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ეს კარგად ესმის. სწორედ ამით აიხსნება ის კატასტროფულად დაბალი აქტივობა, რომელიც ამ არჩევნებში (ორივე ტურში) დაფიქსირდა. საქართველოს საზოგადოებამ დღეს არჩევანი დახუჭული თვალებით გააკეთა. ქართველმა კაცმა დახუჭა თვალები და თქვა : რაც არის ეგ არის! მერე რა რომ მომატყუეს, არც პენსია გაზარდეს, არც ქარხნები აამუშავეს, არც სამსახური მომცეს, ბიუჯეტიც გაარღვიეს, გრანდიოზული პრემიები დაირიგეს, ხალხის გასაჭირი სულ დაივიწყეს, ეკონომიკა ჩამოშალეს და ქვეყნის იმიჯი შეარყიეს, კანონის უზენაესობა კი სამართლიანობის აღდგენით ჩაანაცვლეს. მიუხედავად ამისა, რადგან აქამდე მივენდეთ, ბარემ ბოლო შანსი მივცეთ... 

 


ბოლო ბოლო აწი ხომ ვერავის გადააბრალებენ თავის უნიათობას. აწი ბურთიც მათია და მოედანიც, მსაჯიც და მაყურებელიც. 


ჩემი ძვირფასო ბატონო ბიძინა! ეს დახუჭული თვალები იმედგაცრუებას და მომავლის მიმართ შიშს ნიშნავს, მაგრამ ყველაზე მეტად ბრაზს მოასწავებს. 


დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს ზურაბ ჟვანიას ფრაზა ვარდების რევოლუციის წინ წარმოთქმული : „ ხალხი გაბრაზებულია“! თავად ვნახე რას ნიშნავს გაბრაზებული ხალხი 1 ოქტომბერს,როცა ზღვასავით მოედინებოდა საარჩევნო ყუთებთან და სამწუხაროდ, დღესაც ყველაფერი იქით მიგყავთ, რომ „გაბრაზებული და თვალებახელილი ხალხი“ გადაწყვეტს ყველაფერს. მაგრამ რა ამით საქართველოს ?! 

 


P.S. დავით ნარმანიას წარმატებას ვერ ვუსურვებ. უბრალოდ, არ მჯერა მისი წარმატების და სიტყვებს ჰაერზე ვერ გავისვრი. გაძლებას კი ვუსურვებ. იყო თბილისის მერი, ნიშნავს 24 საათი უძლებდე წნეხს ზემოდან და ქვემოდან. ბიძინა და თბილისელები, ისინი მალე ერთმანეთს ვერ აიტანენ.

 

თქვენ კი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გაუფრთხილდით და ნუ გაყრით სახლში იმ ხალხს, ვინც მერიაში დაგხვდებათ. ისინი თბილისელების მსახურები არიან."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია