საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამოხმაურება
გიორგი თევზაძე:"საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე ჯგუფებს წარმოადგენენ სომხური სათვისტომოს და ორგანიზაცია „ჯავახქის“ ცალკეული წარმომადეგნლები"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/03/19 21:13:06

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა სომხეთის პარლამეტის წევრის სომეხთა კავშირ „ჯავახკის“ თავმჯდომარის შირაკ ტოროსიანის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებულ  განცხადებას.

 

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა სომხეთის პარლამეტის წევრის, სომეხთა კავშირ „ჯავახკის“ თავმჯდომარის, შირაკ ტოროსიანის მიერ მედია–საშუალებებით გავრცელებულ  განცხადებას.

 

შირაკ ტოროსიანის მიერ გავრცელებული ამ განცახდებით: „საქართველოს ნატოში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა, ზუსტად ამ ასპექტში განვითარდება ახალი დაპირისპირება საქართველი–რუსეთს შორის. ამავდროულად, თურქული ჯარის საქართველოში შესაძლო შემოყვანა შეშფოთებას იწვევს. იქნება ეს ნატო თუ სხვა   ნებისმიერი ორგანიზაცია ნებისმიერი სხვა სახელით, ჯავახეთის სომხურ ეთნოსში ეს ნაბიჯი თავდაცვის რეფლექსს გამოიწვევს.   ეს ჩვენში გენეტიკურად დევს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, გახდეს ნატო–ს წევრი და მას თავისი ამოცანები აქვს, თუმცა სომხური ეთნოსი არასდროს აიტანს თურქ ჯარისკაცებს მათი დასახლების ადგილებში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოში ცხოვრობენ სომხები“.

 

 

ამ განცხადების საპასუხოდ გიორგი თევზაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მუდმივად მოქმედებენ პირთა მცირე ჯგუფები, რომელთა მიზანმიმართული  განცხადბები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებს. საქართველოს მიმართ ასეთ არაკეთილმოსურნე ჯგუფებს წარმოადგენენ სომხური სათვისტომოს და ორგანიზაცია „ჯავახქის“ ცალკეული წარმომადეგნლები. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა და ისიც რეალობაა, რომ ეს ჯგუფები აქტიურდებიან ხელისუფლების პასიურობის პროპორციულად.

 

სამწუხაროდ, ასევე რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული ჩვენი განცხადებები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, სადაც ვთხოვდით ამ ჯგუფებიის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლას. ასევე შესწავლის საგანს წარმოადგენდა და წარმოადგენს ამ ჯგუფების მიერ გავრცელებული განცხადებების შინაარსიც. ამდენად, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა სრულად და ობიექტურად მოხდეს ამ ჯგუფების და ორგანიზაცია „ჯავახქის“ საქმიანობის შესწავლა კანონთან მიმართებაში.

 

ეს შედის ქვეყნის საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებში. ამ საკითხებზე კოალიცია გეგმავს საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას და პერიოდულად ინფორმაციის საზოგადოებისთვის განასჯაროებას  ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება დროულად და ადეკვატურად განახორციელებს ამ პირების საქმიანობისა და განცხადებების შესწავლას და მათი  უკანონო გეგმების აღკვეთით ხელს შეუწყობს ქართულ–სომხური მეგობრული ურთიერთობების გამყარებას. “– აღნიშნულია უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის, გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია