დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფილმის „პირველი ნაბიჯების“ ჩვენება
2015/02/06 19:58:07

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „მე და სამართლიანი სამყარო“, პროექტის „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ ფარგლებში, ითანამშრომლა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ფილმის „პირველი ნაბიჯები, ანუ რა უნდა იცოდეს თურქეთსა და საბერძნეთში წასვლის მსურველმა“ გამართა. 

 

ჩვენებას სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსმენელები ასევე  გაეცნენ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, დაურიგდათ ბუკლეტები, ფილმის ჩვენების შედეგ გაიმართა დისკუსია.

 

პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ ინიცირებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს – „სიდა“ მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია