საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება ცაგერში
2015/12/12 07:50:20

10 დეკემბერს, ცაგერის №1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამაში "მომავლის თაობა" ჩართული რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, PH International –ის რეგიონალური ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი თამუნა ფრუიძე, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. 


ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა სამოქალაქო კლუბების მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენა დაათვალიერეს. 
თავად ღონისძიებაზე კი კლუბის წევრებმა 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე განხორციელებული აქტივობებისა და ბლოგების პრეზენტაციები, ასევე პროგრამის ფარგლებში შექმნილი ვიდეო რგოლი წარმოადგინეს. 


დასასრულს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ ონის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ლობჯანიძეს და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფ. ჩხუტელის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი სილაგაძესა სამოქალაქო კლუბებთან თანამშრომლობისათვის სამადლობელი წერილები გადასცა. საუკეთესო ინიციატივის ნომინაციაში გამარჯვებულ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ,,გზა მომავლისკენ'' კიდიპლომი და მაგნიტური დაფა.

 

სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა'' რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 10 საჯარო სკოლაა ჩართული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია