დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს!
სახელმწიფომ კანონით უნდა დაარეგულიროს, გადაჭრას შშმპ-თა ცხოვრების, სწავლისა და დასაქმების პრობლემები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/29 10:50:47

 

 გასულ კვირაში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი პრობლემებით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს. რაც მთავარია, აქციაზე პირველად, ამდენი წლის მანძილზე, გაჟღერდა ზუსტი, სწორი გზავნილი: „შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს!“, ნაცვლად მოდადქცეული ფრაზისა: „არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები“.

 

მოგეხსენებათ, აბსოლუტური თავისუფლებაც არ არსებობს. შეზღუდული შესაძლებლობებიც მრავალგვარია, უბრალოდ, მასთან ერთად თანაცხოვრება უნდა შეძლოს ყველამ და თითოეულმა. შეღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ითხოვენ იმას, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, რაშიც სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი. ეს ეხება შშმ პირთათვის გარემოს ადაპტაციის, განათლების, სამედიცინო მომსახურეობისა და დასაქმების საკითხების დროულად განხილვა-გადაწყვეტას.


დღეს ქვეყანაში 75 არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაცია მუშაობს შშმ პირთა საკითხების გადაჭრის გზებზე. 14 წელია პირადად ვაკვირდები ამ პროცესს და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ უმნიშვნელო ძვრებია. საქმე წინ არ მიდის, ერთ ადგილს ვტკეპნით. ცნობილია, მშენებლობა საძირკვლის გაჭრით იწყება და არა ჰაერში, შენობის გადახურვით. საძირკველი გაიჭრა, კერძოდ, გაეროს მიერ 2006 წელს მიღებული შშმპ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს პარლამენტმა განახორციელა (წინა მოწვევის პარლამენტარებმა  რატიფიცირებისთვის ვერ „მოიცალეს“), მაგრამ ყველაფერი აქ შეჩერდა. უფრო სწორად, რაღაც „ფაცი-ფუცი“ კი შეიმჩნევა, თუმცა შესაბამისი უწყებების მიერ უპირველესი პრიორიტებები აშკარად არ არის განსაზღვრული  და რადგან  გაზაფხულს ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს, თითო-ოროლა, სხვადასხვა პროგრამის მონაწილე შშმპ-ის მდგომარეობის გაუმჯობესება, საერთო სურათს ვერ ცვლის.


ან რა უნდა მოსთხოვო არასამთავრობოებს?! მათ შეუძლიათ, შეისწავლონ ერთი რომელიმე საკითხი და რეკომენდაციები წარუდგინონ სახელმწიფოს, თვითონ მათი მოგვარების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ყველაფერი სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ, სახელმწიფომ კანონით უნდა დაარეგულიროს, გადაჭრას შშმპ-თა ცხოვრების, სწავლისა და დასაქმების პრობლემები ისე, რომ თითოეულმა შშმპ-მა იგრძნოს მდგომარეობის გაუმჯობესება! აი, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და საქართველოში მცხოვრებ შშმპ-ს მიეცემათ ნორმალური არსებობის საშუალება. კანონი საქართველოში არის და არც არის, ამიტომ:


„არა - მოჩვენებით პოლიტიკას!

არა - მოჩვენებით ჩართულობას!

 არა - უმოქმედო „სამოქმედო გეგმებს!

არა - არაფრისმომცემ პიარ-აქციებს!“

 

ქეთევან ბახუტაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია