საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/06 13:01:34

ტოკიოს მეტროსადგურში „TennozuIsle“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „TerradaWarehouse“ მისასვლელს, სადაცგამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“  10 მარტსგაიხსნადა 7 მაისამდეგაგრძელდება.


სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.


სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და  საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.


პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sonymusiccommunication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით.საგამოფენოექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია