დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჭარაში 5 მილიარდიანი პროექტის განხორციელება იგეგმება
2016/02/28 01:04:33
"ბიზნესკონტაქტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გონიოს დასახლებაში, ე.წ. ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 5 მილიარდ 100 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმი. საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ დოლიძის განმარტებით, ინვეტიაციას გაერთიანებული საემიროების, ამერიკული და ჩეხური საინვეტიციო ჯგუფები განახორცილებენ. თუმცა ცენტრის ხელმძღვანელი ამ დროისთვის კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს.

 
315 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, თავისუფალი საინფორმაციო - ტექნოლოგიური, თავისუფალი ტურისტული და ჰაი -კლასის საცხოვრებელი ზონის შექმნას, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საფონდო, ფინანსური სამრეწველო და სავაჭრო ბირჟების, საინვესტიციო ბანკის, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების დაფუძნებაა გათვალისწინებული. ამასთან, პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 98 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული სამრეწველო ზონისა და გურიის რეგიონში 500 ჰექტარზე აგროსამრეწველო ზონის შექმნას.
"შავი ზღვის მარგალიტი" - BLACK SEA PEARL პრეზენტაცია ბათუმში 25 თებერვალს გაიმართა. პრეზენტაციაზე „შავი ზღვის მარგალიტის“ პროექტის კონცეპტუალური მოკლე აღწერილობა, ტერიტორიების დაყოფის სტრუქტურული აღწერილობა და ურბანული დაგეგმარება წარმოადგინეს. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 


"თუ რამდენად რეალურია პროექტი ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჯგუფის წარმომადგენლებმა გამართეს არაერთი შეხვედრა არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ თბილისში ეკონომიკის სამინისტროსთან. კონკრეტული ღონისძიებები გამოჩნდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან კინწურაშვილმა.
პროექტი "შავი ზღვის მარგალიტი“ ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა, კომპანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას სექტემბერში ელოდებოდა, თუმცა როგორც ცნობილია შესაბამისი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულია.
***
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში თავის აზრს გვიზიარებს ეკონომიკის ექსპერტი, ბატონი დემურ გიორხელიძე:

პატივი მქონდა ამ პრეზენტაციაზე მიმეღო მონაწილეობა და  თანამონაწილე ვიყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში  ერთ-ერთი უდიდესი კერძო ინიციატივისა - სუპერ-პროექტის რეალიზაციისა!

ინვესტორების ნაკლებობა არ არის...


ხელისუფლების კეთილგანწწყობა და ელემენტარული მხარდაჭერაა  საჭირო...

 

ამ პროექტის დაწყებას შეუძლია შეცვალოს არასტაბილური მდგომარეობა ეროვნული ვალუტისა უახლოესი თვეების განმავლობაშიც კი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9306
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია