დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორის ინტერესებს ქუთაისის საკრებულოს „პატრიოტი“ წევრი შეეწირა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/26 15:48:25

საკრებულოს რიგით 38-ე სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება წარმოადგენდა.


საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანისის“ წევრმა ტარიელ მესხმა გოგელაშვილის გადაყენება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, უმრავლესობაში იყოს, სწორედ ამიტომ თანამდებობა დაატოვებინეს გოგელაშვილს. მესხი ასევე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თვლის ვიცე-მერის გია შარაბიძის თანამდებობიდან წასვლასაც.


ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი. შარაბიძის განცხადებით, მან თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე დატოვა.


„პატივს ვცემ ყველას, მაგრამ ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ჩემზე რომელიმე ძალის მიერ ზეწოლა განხორციელდა. მე მქონდა უფლება და, ოჯახური მდგომარეობის გამო, საკუთარი სურვილით დავტოვე თანამდებობა,“ – განაცხადა psnews.ge-სთან საუბრისას გია შარაბიძემ.

 

შარაბიძისგან განსხვავებით, მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოგიტა გოგელაშვილი.


როგორც გოგელაშვილმა psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კერძოდ კი, იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის და ქუთაისის მმშ-ს შოთა მურღულიას ინტერესებს შეეწირა.


„რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან მე არ შევასრულე უშიშროების მითითებები და ანგარიში არ გავუწიე მათ მოსაზრებებს, ამიტომ ჩემი მოცილება თითიდან გამოწოვილი მიზეზებით მოხდა, კერძო კი, პარკირებასთან დაკავშირებით. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, მთელს მერიას ზაზა მეფარიშვილი ფლობს და განაგებს, მურღულიასთან ერთად. მათ სურთ, მოიცილონ ყველა, ვინც მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ადგილობრივ თვითმმართველობაში უმრავლესობით დარჩნენ,“ – განაცხადა გოგიტა გოგელაშვილმა.


გოგელაშვილის თქმით, მას „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია