საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას განაგრძობს
2017/01/28 16:44:48

საქართველოს პრეზიდენტისსაქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშია შექმნილი, დღეს, პირველ სხდომას მართავს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ისეთი  საკითხების განხილვა მოხდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სფეროს - კონსტიტუციურ მოწესრიგებას ეხება. „სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატი. „სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს, განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან თუ თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე, დაახლოებით ერთ თვეში, განიხილება პირველადი რედაქცია კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე. მესამე სხდომაზე კი, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე კანონპროექტის შეჯერებული ვერსიის რედაქციული განხილვა გაიმართება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთა ერთად, განხილული იქნება პრეზიდენტის არჩევნებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხები.

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია