დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავითობის დღესასწაული ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/08 14:07:42

დღეს მეფე დავით (IV) აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა გელათის სამონასტრო კომპლექსში,  სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლი შეიკრიბა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში მეფის საფლავის პატივსაგებად იმყოფებოდნენ ქუთაისის მმშ შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენელი. რომელთაც დილით, ქუთაისში მდებარე დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს.

„პირველ რიგში ვულოცავ ქუთაისს და ქუთაისელებს ამ შესანიშნავ დღეს. მაქვს პატივი ქუთაისიდან მივულოცო სრულიად საქართველოს დავით მეფის წმინდანად შერაცხვის დღე.  ჩვენ მოვედით აქ, რათა პატივი მივაგოთ უდიდესი მეფის სხოვნას. ტრადიციულად დღეს გელათის მონასტერში გაიმართა საზეიმო წირვა.  ჩოხოსნების მონაწილეობით მოხდა საფლავის და ძეგლის პატივგება. მინდა საქართველოს გამთლიანება ვუსურვო“-განაცხადა ქუთაისის მმშ შოთა მურღულიამ.

 

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისისი ეროვნულ მუზეუმს მოინახულებენ. დავითობის დღესასწაული კი 17:00 სთ-ზე ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსაბლის კონცერტით დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6828
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია