საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნატო ქათამაძემ საარჩევნო პროგრამა არქიტექტორებს გააცნო
2016/09/25 10:08:13

"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ქათამაძე ქალაქის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მხატვრებსა და არქიტექტორებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

"
ვფიქრობ ყველაზე მეტად კრიტიკულები უნდა იყვნენ თქვენი ფენის ადამიანები,"-მიმართა დეპუტატობის კანდიდატმა არქიტექტორებს და ქუთაისში არასწორად დაპროექტებულ შენობებზე ისაუბრა. მან ასევე მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას შეექმნათ ჯგუფი, რომელიც პროფესიონალებისაგან იქნება დაკომლექტებული და სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა მათ.

როგორც ნატო ქათამაძემ განაცხადა, მისი მიზანია შეხვდეს როგორც მოქალაქე ამომრჩევლებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც.

"
ჩემი ამოცანაა მოვისმინო მხატვრების, არქიტექტორების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების შეხედულებები, შევხვდე მათ და მათი რეკომენდაციები გავითვალისწინო ჩვენი ქალაქის საკეთიდღეოდ,-" განაცხადა ნატო ქათამაძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია