დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ დაიწყო
2013/09/20 15:30:23

20-21-22 სეტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით; იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების გახორციელებისათვის.

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში  130 ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს  შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე).

2013 წლის სექტემბის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა.

2013  წელს, ,,დავასუფთოათ მსოფლიო“ კამპანიის პარალელურად, საქართველოში, მეოთხედ ტარდება

“დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტებს, სადაც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებით  ჩატარდება დასუფთავების აქციები.

თბილისში ისევე, როგორც რეგიონებში დასუფთავების აქცია დაიწყება 20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში დასუფთავდება წინასწარ შერჩეული ტერიტორიები.

აქცია `დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო~  ტარდება პროექტის - “დავასუფთაოთ საქართველო“ -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა~ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია