დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანადგომა!
6 წლის მარიამ მარკოზია "დედა ენას" ვერ ხედავს...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/30 19:44:53
ვიდრე ამ ამბის კითხვას დაიწყებთ, გთხოვთ, თვალები დახუჭეთ სრულ წყვდიადამდე, წარმოიდგინეთ, რომ ვერაფერს ხედავთ... 

ვერც გაზაფხულის მახარობელ ლურჯთვალა იებს, ვერც ზაფხულის ფერადოვნებას, შემოდგომის ფერთა სიუხვეს და ზამთრის ქათქათა თოვლს...


ახლა კი, გაახილეთ თვალები და შვებით ამოისუნთქეთ, ყველაფერი რიგზეა, თქვენ ისევ ხედავთ და შეგიძლიათ ცხოვრებით დატკბეთ...

თუმცა არასდროს დაგავიწყდეთ, რომ წყვდიადიდან სინათლემდე ერთი მისხალია....


ღმერთს მადლობა შესწირეთ და სანთელი დაუნთეთ, რომ თვალის ჩინი გაქვთ და ფერად სამყაროს ფერადად ხედავთ...


მაგრამ, როგორ მოიქცეოდით, ღმერთს რომ ეთხოვა თქვენთვის, სანთლების სანაცვლოდ, მისთვის დასანთები სანთლის სანაცვლოდ, მისი შვილისთვის დახმარება გაგეწიათ, განა უარს ეტყოდით?! 



რომ ეთხოვა, ჩვენი მხედველობიდან ერთი მისხალი დაგვეთმო მისთვის, უარს ვეტყოდით?!


ღვთის წყალობით, ჩვენ კარგად ვხედავთ, მაგრამ არის ერთი პატარა გოგონა, რომელსაც სერიოზული მხედველობის პრობლემა აქვს...


ეს პატარა გოგონა– მარიამ მარკოზიაა, მას მხედველობის ნერვის დისპლაზია აქვს. ერთ თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, მეორეში კი სრული უსინათლობა...


6 წლის გოგონა სკოლაში მშობლების დახმარებით დადის, მაგრამ ,,დედა ენას'' ვერ ხედავს, არადა ლურჯი იები ისე ინაზებიან?!


საქართველოში მარიამის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია...


თურქეთში სტამბულის ,,აჯაბედენის ჰარვარდის საუნივერსიტეტო კლინიკაში'' მშობლებმა მარიამის საბუთები გადააგზავნეს, პასუხად თურქმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მარიამის დახმარება შეუძლიათ...


სამწუხაროდ, მშობლებს შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ.

მარიამის თვალის ჩინი ჩვენს ხელშია!


განა ბევრს მოითხოვს ჩვენგან?!

სულ მცირე 1 ლარს


მაგთის, ბილაინისა და ჯეოსელის აბონენტებმა დარეკონ ნომერზე 0 901 200 250
...ან თანხა გადარიცხონ მარიამ მარკოზიას დედის მედეა თოლორდავას ანგარიშზე TBS-ში ანგარიშის ნომერზე: #GE52TB7067545063600045. 


ჩვენ შეგვიძლია მარიამის პრობლემის მოგვარება!

ახლა კი, ისევ დავხუჭოთ თვალები და დავუბრუნდეთ წყვდიადს, რომელმაც ამბის დასაწყისში ყველანი შეგვაშინა...

ღმერთს მადლობა, რომ ეს წყვდიადი წამიერია ჩვენთვის...


მალე გაზაფხული მოვა და ლურჯთვალა იებს ჩავუკრავთ თვალს, მარიამსაც დავანახოთ იები....


ახლა კი, სასწრაფოდ გავაზიაროთ მეგობრებში ეს ამბავი, 0 901 200 250 ამ ნომერზე რომ დარეკავდით, ეჭვიც არ მეპარება. თუ კიდევ დაგრჩათ ანგარიშზე, ერთი ზარიც გაუშვით...


ვიჩქაროთ მეგობრებო, თებერვალი მოკლე თვეა და მალე გაზაფხული მოვა...
მარიამის დასანახ იებს, ჩვენ ვერ დავინახავთ....

 

წყარო "აიანიუს.ჯე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია