დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს და საჩხერეს მეგობრები ლატვიაში გამოუჩნდნენ
2016/02/09 11:36:29

ბრიუსელში, ევროპის რეგიონთა კომიტეტის (Committee of European Regions) შენობაში მოქალაქეობის, თვითმმართველობის, ინსტიტუციული და საგარეო საქმეების კომისიის (CIVEX) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით სახლემწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის 2016 წლის ამოცანები და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ასპექტები.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, ვიდზემეს რეგიონის (ლატვია) საბჭოს თავმჯდომარესთან ჰარდის ვენტისთან შედგა შეხვედრა. მხარეებმა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელეს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტების შესაბამისად, ტუკუმისა და ვიკუმნიეკის მუნიციპალიტეტებთან დამეგობრების შესახებ, რაც ოფიციალურად დელეგაციის ვიზიტის დროს გაფორმდება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა იმერეთისა და ვიდზემეს რეგიონების დამეგობრების შესახებ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია