საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"დედამ ნახა, რომ თამუნას აბაზანის ხალათის ქამრით თავი მოეხრჩო, ხელები კი ყელთან ჰქონდა მიბჯენილი"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/24 16:30:46

წყალტუბოს რაიონში, სოფელ მაღლააკში 25 წლის თამუნა ჯიშკარიანმა თავი მოიკლა. რამ  მიიყვანა ის ამ ზომამდე, ამის შესახებ საზოგადოებამ ჯერ არაფერი იცის. გამოძიება კი დაწყებულია სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თემა,  როგორც სხვა ყველა მსგავსი შემთხვვვა, ბოლომდე  ვერასოდეს გაიხსნება. ვინ ან რამ მიიყვანა 25 წლის თამუნა თვითმკვლელოდამდე და რეალურად ჰქონდა თუ არა მას ნერვული პრობლემები, როგორც ამას დედა ამბობს,  ამის გარკვევას შევეცადეთ მის კურსელებთან და მეგობრებთან, რომლებიც წლებია თამუნას იცნობენ.

 

თამუნა ჯიშკარიანი პროფესიით იურისტი იყო. მან სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, ერთ წელში კი ის სასწავლებლად ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიდა, სადაც დაამთავრა ბაკალავრი სამართალმცოდნეობაში, მაგისტრატურა კი - სისსხლის სამართალში. გარდაცვალებამდე სტაჟირებას გადიოდა იურდიულ კლინიკაში.


თამუნას გახსენება ვთხოვეთ მის ერთ-ერთ კურსელს, რომელმაც ამჟამად სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა. 

„ მეორე კურსზე ვიყავით, როცა თამუნა ჩვენთან გადმოვიდა, შემდეგ მაგისტრატურაზეც ერთდ ჩავაბარეთ. მან ერთი წელი აკადემიური აიღო, თუმცა, ფინანსური პრობლემები არასოდეს ჰქონია. მაშინ თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო წინა წლებში გადატანილი სტრესისაგან. გვიყვებოდა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, შემდეგ კი რაღაც პრობლემების გამო, მეუღლეს გაშორდა. ჩვენს სხვა კურსელსაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა და მას რჩევებს  აძლევდა, ამშვიდებდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ  თვითონ ასე მოიქცეოდა.


სტუდენტობის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკდემიური მოსწრებით, სახელმწიფო გრანტით იყო ჩარიცხული, უნივერსიტეტის სტიპენდიაც ჰქონა, ძლიან ნიჭიერი, ენერგიული, აქტიური და პოზიტიური გოგონა იყო. ჩვენი ჯგუფხელიც იყო. პარალელურად, ლექსებს წერდა, წყალტუბოს მწერალთა კავშირის წევრი იყო, ლექსების კრებულიც ჰქონდა გამოცემული. ძალინ უხაროდა, როცა პოეზიის საღამოებზე ეპატიჟებოდნენ. სტუდენტობის პერიოდში ვიღაცეებს ელაპრაკებოდა, გახარებული იყო, უნდოდა ახალი ურთერთობის დაწყება. მის შესახებ ყველაფრი კარგი მახსენდება და გული მწყდება, ასე რომ დაასრულა სიცოცხლე. შეიძლება, ზოგჯერ მართლა ჰქონდა რამე ნერვოზული სპაზმები, მაგრამ კურსელებს არასდროს არაფერი შეგვიტყვია.  ქეიფს ვგეგმავდით ახლახანს კურსელები და იქაც აპირებდა წამოსვლას.“

 

პანაშვიდზე მისულ კურსელებს დედამ მოუყვა, რომ ამ ბოლო პერიოდში თამუნა მკურნალობდა, თან სტაჟირებას გადიოდა იურიდიულ კლინიკაში. საღამოს 5 საათზე თავის ოთახში ავიდა მოსაწესრიგებლად და გარკვეული დროის მერე რომ აღარ ჩამოვიდა, დედამ ააკითხა და ნახა, რომ რომ თამუნა საწოლზე იჯდა, აბაზანის ხალათის ქამრით თავი მოეხრჩო, ხელები კი ყელთან ჰქონდა მიბჯენილი.


ის ფაქტი, რომ თამუნას თავისი ჯამრთელობის მდგომარეობის მიუხედავდა არსდროს ჰქონია  სწავლსთან დაკავშირებული პრობლემები,მეტიც, სტაჟირებას გდიოდა საკმაოდ საპასუხიმგებლო სფეროში. და კიდევ ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს ხელები ყელთან ჰქონდა  მიბჯენილი გარკვეულ ეჭვებს იწვევს, იმედია გამოძიება ამ შმთხვევაში მაინც შეძლებს  თითკვლელობის გამოძიებას.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია