დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
FB-სტატუსი
ქეთის ბლოგი:"ბავშვობაში ბიჭთან რომ ვთამაშობდი, გაიზარდა და გოგო გახდა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/17 13:07:55

 

გუშინ საღამოს,როცა თამაშისგან დაღლილ-დაქანცული ლუკა ეზოდან სახლში ამომყავდა, უცებ მეკითხება,- ,,დე, შენ ბავშვობაში ბიჭებთან თამაშობდი?" ,,არა ლუკა, საერთოდაც არ დავრბოდი"- ვპასუხობ და აბაზანისკენ ვაჩქარებ.... უნებურად, ფიქრებში კი კითხვას ვპასუხობ....

 

მთელი ბავშვობა, მეზობელ ბიჭთან ვთამაშობდი, არც იმას უშვებდნენ ეზოდან შორს და არც მე... ის ჩემზე 2 წლით დიდი იყო... ერთად ვასეირნებდით თოჯინებს, ერთად ვაცხობდით მჭადებს, ტალახისგან არა, ნამდვილი ფქვილისგან მისსავე ეზოში სახელდახელოდ მოწყობილ სამზარეულოში... მისი ბებია ორთავეს გვიქსოვდა თავშლებს, ჩვენთვის და ჩვენი თოჯინებისთვის... ბურთით არ ვთამაშობდით არასოდეს... მე არ მიყვარდა თუ მას, არ მახსოვს... თუმცა მაკიაჟით და თმის ვარცხნილობით სულ მანებივრებდა....

 

მერე გავიზარდეთ, უცნაურობა უფრო თვალნათელი გახდა.... თურმე სქესი ვერ განგვასხვავებდა.... ისიც გოგო იყო, ჩვეულებრივი გოგო, ბიჭის სხეულში....

 

ეს ყველაფერი მერე, ინტერვიუში მომიყვა, ძალიან ბევრი წლის შემდეგ... მე, პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვისთანაც გაიხსნა...ჩემთვის ძალიან რთული იყო მისი მოსმენა... გაგება - უფრო ადვილი....

 

 

ეს ამბავი ლუკას შეკითხვამ ამომიტივტივა და მგონი თემატურად ძაან დღევანდელია.... ცოტაც, გაიზრდება ლუკა და ვეტყვი, რომ ბავშვობაში ბიჭთან რომ ვთამაშობდი, ის ბავში გაიზარდა და გოგო გახდა.... ის გოგო ახლა სადღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და კონტაქტი არცერთ მის ნათესავთან და ახლობელთან არა აქვს... არადა, ჩემი ბავშვობაა, რომელიც ძალიან მიყვარს... მის მიმართ განწყობას ვერავინ შემიცვლის....

 


p.s ალბათ, სიმბოლურია ამას დღეს რომ ვწერ... ოჯახის სიმტკიცის დღეს... ჩემი ბავშვობის მეგობრის ოჯახი მთლიანად შეეწირა მის ჰომოსექსუალობას... დედა, მის შეყვარებულ ბიჭთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალ, ბებია შვილზე და შვილიშვილზე დარდს გადაყვა... მამა მართლა არვიცი ახლა სადაა, სახლი გაყიდა და შვილს მისცა რომ ქვეყანა 
დაეტოვებინა...

 

ქეთი დეისაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია