დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანდარინის ჩაბარება წარმატებით მიმდინარეობს – სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2014/12/22 15:01:18

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება წარმატებით მიმდინარეობს.

 

21 დეკემბრის მონაცემებით გლეხებმა ქარხნებში  7,449 ტონა მანდარინი ჩააბარეს. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში ოთხი კომპანიაა ჩართული: „Georgian Industrial Asset Management Group“, „TCF GEORGIA“, „GEO-FLOWER“,ჯეო-კონცენტრატი“.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ კერესელიძემ და იური ნოზაძემ ქალაქ ბათუმში  საკოორდინაციო შტაბისგან მოისმინეს.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის  ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ქარხნებში პირადად  გაეცნო. 

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში,  კომპანიები, რომლებიც  1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. 19 დეკემბრის მონაცემებით კომპანიებმა გლეხებისგან 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მანდარინი შეიძინა, სუბსიდიის  თანხა კი  744 ათას 933 ლარს შეადგენს.     

კომპანიებს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიის გარდა საშუალებაქვთ,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისმე-6 კომპონენტის ფარგლებში, აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

მანდარინის  რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი  2 000 000  ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია