საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული კარაქი უცხოურზე საშიშია - სპრედებისა და მარგარინების კვლევა საქართველოში
2015/12/24 10:21:00

ქართულ ბაზარზე არსებული კარაქი და მარგარინი უფრო საშიში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უცხოური ნაწარმი. ქართულ პროდუქციაში საშიში ტრანსცხიმების შემცხველობა უფრო მაღალია, ვიდრე უცხოურ ანალოგებში. უფრო ზუსტად, საქმე სპრედებსა და მარგარინებს ეხებათ, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ სწორედ კარაქის დანიშნულებით მოიხმარს და ბავშვებსაც თამამად აჭმევს.

 

ინფორმაციას საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის საიტი momxmarebeli.ge ჩატარებული კვლევის საფუძველზე ავრცელებს. როგორც კვლევის ინიციატორები მიუთითებენ, ნიმუშები ტრანსცხიმებზე შესამოწმებლად უცხოეთში გაიგზავნა. შესაბამისად, უცხოეთში ჩატარდა ლაბორატორიული კვლევებიც. ინფორმაციაში ნათქვამია:

"არაერთი მომხმარებელი მოგვმარათავს სპრედებსა თუ მარგარინებში მავნე ტრანსცხიმების შემცველობის შემოწმების თხოვნით. ამ შემოწმებების ჩატარება საქართველოში შეუძლებელია, აუცილებელია სინჯების გაგზავნა უცხოეთში. შესაბამისად, ასეთ შემოწმებებს შედარებით იშვიათად ვახერხებთ. ტრანსცხიმების ერთი შემოწმება ჩავატარდა 2011 წელს. 2015 წლის პირველ თვეებში ბევრმა მომხმარებელმა გვთხოვა, შემოწმება გაგვემეორებინა. გარდა ქართული წარმოების სპრედებისა, მომხმარებლებმა "დაჩას", "მასლიანას" და "ტექსუნის" ცხიმების შემოწმებაც ითხოვეს. 2015 წლის 7 მაისს თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შევიძნეთ 10 დასახელების მარგარინი და სპრედი: ორი დასახელების დაჩა, სპრედი შატილი, სანტეს ორი დასახელების სპრედი, ორი სახეობა "ტიფლისი"- სპრედი, ცხიმი "მასლიანა, მილკო-ფუდის სპრედი "საბუტერბროდე" და მცენარეული ერბო "ტექსუნი". პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ლაბორატორიული ანალიზისათვის. შედეგები ასეთია:(100 გრამ პროდუქტზე) "დაჩა ზალატაია" - 0,6 გრ "დაჩა" - 0,5 გრ "მასლიანა" - 0,1 გრ "ტექსუნი" - 5,8 8 გრ "სპრედი კარაქი სანტე ექსტრა 82,5%" - 5,6 გრ "სანტე 60%" - 10,6 გრ. "მილკო ფუდი საბუტერბროდე სპრედი - 23,1 გრ "შატილი" სპრედი - 20,5 "ტიფლისი 2011, სპრედი გოლდი" - 14,4 გრ "ტიფლისი 2011, საოჯახო სპრედი" - 17,1 გრ სპეციალისტები გირჩევენ, რომ პროდუქტი, რომელშიც ტრანცხიმების რაოდენობა 10%- აჭარბებს(ანუ 100 გრამზე 10 გრამი და მეტია), შეზღუდული ოდენობით უნდა მოიხმაროთ და 10-15 გრამზე მეტი არ გამოიყენოთ.

 

 

 

 წყარო: momxmarebeli.ge


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია