დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იყენებს თუ არა „ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურსს?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/09 13:43:21

 

ქუთაისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატი გია გოქაძე, გიორგი მარგველაშვილის შტაბის უფროსს წინასაარჩევნოდ ადმინისტარციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მარუაშვილი სამუშაო საათებში  მართავს  ორგანიზებულ შეხვედრებს ქუთაისის საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგებთან  და ეწევა წინასაარჩევნო აგიტაციას.


"მარგველაშვილის შტაბში ყოველდღიურად იბარებენ სკოლის დირექტორებს და ახორციელებენ    მათზე ზეწოლას.   მარუაშვილმა ორი ორგანიზებული შეხვედრა გამართა უნივერსიტეტსა და "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში და მოუწოდა მათ გიროგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ. ეს არის ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა. საინტერესოა, რატომ არ რეაგირებს ამაზე უწყებათაშორისი კომისია? ",–აცხადებს  გია გოქაძე.


მისივე თქმით, ბაღების პედაგოგებთან  შეხვედრაზე, მარუაშილმა პედაგოგებს მოუწოდა,  არჩევნების შემდეგ,   ბაღების აიპი გაერთიანების დაშლა და ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბება მოითხოვონ.


გოქაძის ბრალდებებს პასუხობენ „ქართული ოცნების"  საპრეზიდენტო კანდიდატის ქუთაისის შტაბში.  შტაბის უფროსი,  ზაზა მარუაშვილი სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებთან შეხვედრებს არ უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ეს არ იყო საარჩევნო ფორმატის შეხვედრები.


"გოქაძის განცხადებებზე წესით არც უნდა   ვაკეთებდე კომენტარს, რადგან,  უკვე მეორედ აქვს  მისი მხრიდან აშკარა ცილისწამებას  ადგილი. მე მოვუწოდებ მას, თავი დაანებოს ჩვენსკენ თითის გამოშვერას და გადაიხედოს წარსულში რას და როგორ აკეთებდა. გოქაძის მეთოდებით მე არ ვმუშაობ.  დიახ, ჩვენ ვხვდებოდით პედაგოგებს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ პრობლემებზე საუბარი და ამ შეხვედრებს  ესწრებოდნენ პარლამენტის შესაბამისი  კომიტეტის წარმომადგენლები.  მე,  როგორც შტაბის უფროსს, არასდროს შემიღია არც ერთი სასწავლო დაწესებულების კარი და არც არავინ დამიბარებია შტაბში,"–აცხადებს „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის შტაბის უფროსი ზაზა მარუაშვილი. 


რაც შეეხება, ბაღების აიპი გაერთიანების დაშლასთან დაკავშირებით გია გოქაძის ბრალდებებს, ზაზა მარუაშვილი ამბობს, რომ მას ამ საკითხზე აქვს  საკუთარი პოზიცია, მაგრამ,  შტაბის უფროსის რანგში ამ ეტაპზე ამაზე  არ ისაუბრებს.


გია გოქაძე კი აცხადებს, რომ ბაღების აიპი გაერთიანების შემდეგ, მარუაშვილი სპორტული აიპის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია