დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
IDFI-მ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
2016/05/19 12:08:28

IDFI-მ განახორციელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა და ტენდენციები განვლილი 2014 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით.

 

2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.


ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.


ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია