დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უნდათ და რა ქნან?“ (VIDEO)
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/29 16:45:54

რატომ ქორწინდებიან საქართველოში ადრეულ ასაკში?

 

 

 

საქართველოში 18 წლამდე მოზარდთა დაოჯახების სტატისტიკამ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.


ნაადრევი დაქორწინებით გამოწვეული იმედგაცრუება, დანგრეული ოჯახის კომპლექსებით დაავადებული პატარები, ამ გარემოთი დათრგუნული მშობლები და ახლობლებ  ეს ის მცირე ჩამონათვალია, რას ჩამოუყალიბებელ ასაკში გოგონათა დაოჯახებას ახლავს ხოლმე.


18 წლამდე ასაკში ახალგაზრდა გოგონებს უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რა პასუხისმგებლობები ახლავს თან ქართულ ტრადიციულ  ოჯახს.


მიუხედავად ოჯახური ვალდებულებებისა, საქართველოში, შეიძლება ითქვას, ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. 18 წლამდე გოგონათა გათხოვების სტატისტიკამ გადააჭარბა 2013 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზე იყო მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევდა თურქეთი და ტაჯიკეთი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდე გათხოვდა. 2014  წელს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.


არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს, თუმცა, მოზარდებს, სამწუხაროდ, უჭირთ ამ ყველაფრის გათვალისწინება და ვნების კარნახით მოქმედებენ. უმეტეს შემთხვევაში, ქმნიან დროებით ოჯახებს და მათ მშობლებს კიდევ ერთ პატარას მიუყვანენ სახლში გასაზრდელად.


გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია 2013 წელს, პარტნიორებთან ერთად მოუწოდ სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოეცხადებიათ და სტრატეგიული გეგმები შემუსავებინათ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად, თუმცა მსგავსი ღონიძიება საქართველოში  დღემდე არ გატარებულა. ისევ თხოვდებიან არასრულწლოვანი გოგონები და ეს მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს.


ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე მოტივს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი გახდეს:


1. ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება, რომ საკუთარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობს და სურს, ამ გრძნობის კომპენსაცია საკუთარი ოჯახის შექმნით მოახდინოს;


2.
ახალგაზრდაზე მშობლები ხშირად გადამეტებულად ზრუნავენ. უფროსები მას აღიქვამენ და ექცევიან, როგორც პატარა ბავშვს. ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას ამგვარი მზრუნველობისგან გაქცევის სურვილით ხსნის;

3. არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ;

4. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის არცთუ იშვიათი მიზეზია დაორსულება.


 რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის უმთავრესი მოტივია სიყვარული“, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს გრძნობა უბრალოდ მიზეზი არის ხოლმე და ოჯახის დანგრევის შემთხვევაში კი ერთი წინადადებით მოიგერიებენ ცნობისმოყვარე ხალხს: „თურმე საკმარისად არ გვყვარებია ერთმანეთი".

 

ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულებითა და მოქნილი ფსიქიკით გამოირჩევა. წყვილი შეიძლება ერთმანეთის ნაკლს ვერც ხედავდეს და ბედნიერების გრძნობას მძაფრად განიცდიდეს. ადრეული ქორწინების კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი შეიძლება იყოს ის, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანში დამოკიდებლობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას საკმაოდ ძლიერად ავითარებს. ქორწინება გამოცდილებას მატებს და საშუალებას აძლევს წყვილს, რეკორდულ დროში გაიზარდონ როგორც პიროვნებები. უფროსად გახდომა არა მარტო კარგი, არამედ არც თუ ადვილი პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი ადრეულ ქორწინებაში დადებით მაჩვენებლად ახასიათებს შვილების ადრე გაჩენას, რადგან უფროსი შვილების ყოლისას დედ-მამა ისევ ახალგაზრდები არიან.

 

ბისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კარგი იქნება, ახალგაზრდები დაფიქრდნენ, არის თუ არა მათი გადაწყვეტილება სიყვარულზე ან მხოლოდ ლტოლვაზე დაფუძნებული, არის ეს მშობლებისგან გაქცევა თუ დამოუკიდებლობის სურვილი? დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა: რამდენად მზად არიან ოჯახის შექმნისთვის და რას მოელიან ქორწინებიდან?


ქუთაისში გამოკითხული ამ ასაკის ახალგაზრდების  უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნაადრევი გათხოვება მიუღებელია, თუმცა რას გააკეთებენ ისინი მაშინ, როდესაც ფაქტის წინაშე დადგებიან?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია