საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
პოლიტიკური სიგრილე ქუთაისში
2016/08/28 13:36:00

ქუთაისში ჯერჯერობით პოლიტიკურად გრილა. თუმცა, ამბობენ, რომ ტემპერატურა არჩევნების მოახლოებასთან ერთად თანდათან მოიმატებს. ძირითადმა ,,მებრძოლმა“   პარტიებმა კანიდადტები უკვე დაასახელეს,, თუმცა, ხმების მოპოვებისთვის  საჯარო  ბრძოლა  არ დაწყებულა.


ქუთაისლების ხმების მოსაპოველბლად სახელისუფლებო პარტიიდან ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, ექიმი დიმიტრი მხეიძე და შევარდნაძის მთავრობის  შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იბრძოლებენ.


ნაციონალურმა მოძრაობამ ამ კანდიდატებს ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე, მრავალგზის პარლამენტარი კაკო ბობოხიძე და  გამოცდილი გიგი წერეთელი დაუპირისპირა.


ჯერ კიდევ ივლისში "ირაკლიალასანია - თავისუფალიდემოკრატების" ყრილობაზეპარტიისლიდერმაიმერეთის  მაჟორიტარიდეპუტატობისკანდიდატებიწარადგინა. ქუთაისშიმაჟორიტრობისთვისგიორგიხაზარაძე, გია გუმბერიძე და ლელა სებუა იბრძოლებენ.


ასევე ადრიანად  დასახელდა "საქართველოსპატრიოტთაალიანსი-გაერთიანებულიოპოზიციის"  მაჟორიტარობისორიკანდიდატი- ნინოონიანიდაგიაბახტაძე. მაშინირმაინაშვილმაგანმარტა, რომ ქუთაისშიმაჟორიტარობისმესამეკანდიდატსმოგვიანებითწარადგენენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოგვიანებით ჯერჯერობით არ დამდგარა.


რესპუბლიკური პარტიიდან ქუთაისის მაჟორატარობისთვის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე იბრძოლებს.


ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად შორენა ჯანხოთელი, ავთანდილ გოდუაძე და ნესტან დანელია საინციატივო ჯგუფებს ჰყავთ  წარდგენილი, ეს უკანასკნელი თავიდან 47 ოლქში ,,ახალმა საქართველომ“ წარადგინა, თუმცა, გირჩთან და ახალ მემარჯვენეებთან საარჩევნო გაერთიანების შემდეგ  დანელია ჯულაყიძით ჩაანაცვლდა. თუმცა, პარტიის ლიდერი  გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ.


ჯერჯერობით, ქალაქში სადაც პოლიტიკურად გრილა, მხოლოდ ეს კანდიდატები სჩანან, ისინი ხვდებიან ამომრჩეველს, თუმცა, გააცხარებული საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

 

 მაკა ჩინიჯიშვილი

 

                                       

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია