საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მთავრობამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება იმერეთიდან დაიწყო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/03 15:48:08

საქართველოს მთავრობის წევრებმა რეგიონის მოსახლეობისთვის 2 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დაიწყეს.


მთავრობის ანგარიშის პირველი პრეზენტაცია იმერეთში გაიმართა, სადაც სამინისტროს პირველმა პირებმა საზოგადოებას 2 წლის ანგარიში გააცნეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებსა და მათ სამომავლო გეგმებზე.

 

მთავრობის წევრებთან ერთად, ადგილობრივებს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტსაქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვისფარგლებში გაიმართა.

 

2013 – 2014 წლებში იმერეთის რეგიონში 358,418,4 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 465, 5 მლნ ლარის პროექტები მიმდინარეობის პროცესშია, საავტომობილო გზების მშენებლობის 34 პროექტის დაფინანსებაზე კი 332,6 მილიონი ლარი დაიხარჯა. იმერეთის მასშტაბით 237 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და 1 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ჯამური ღირებულებით 99 785, 00 ლარი.


2014 წელს რეგიონში 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელთა დაფინანსებაზეც ბიუჯეტიდან 2,976 000 ლარი გამოიყო.


2 წლის განმავლობაში რეგიონში 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა 99 785, 00 ლარით დაფინანსდა. 2014 წელს განახლდა იმერეთის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანების ავტოპარკიც, რეგიონს ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 12 მაღალგამავლობისა და 7 საშუალო გამავლობის ავტომობილი გადასცა.


მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში იმერეთის 164 458 ბენეფიციარისათვის 17 071 904 ლარი გამოიყო.

 


2013 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დამუშავდა 58 303 ჰა, ხოლო 2014 წელს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა და 62 360 ჰა შეადგინა.
სამთავრობო პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში იმერეთის რეგიონში ორი საწარმო დაფინანსდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია